საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქეთევან ქობალია
მთავარი აკადემიური პერსონალი ქეთევან ქობალია
საკონტაქტო

ქეთევან ქობალია

განათლება

ქეთევან ქობალიამ 1999 დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის მწვრთნელთა ფაკულტეტი.
დამთავრებული აქვს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი (1997) დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით.
2014 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტურა.
2015 წელს დაიცვა დისერტაცია ”ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის პროფესიულად ღირებული პიროვნული ნიშან-თვისებების მოდელი“ და მიენიჭა განათლების დოქტორის წოდება.

სამუშაო გამოცდილება

1997-2009 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მომზადების მთავარი ცენტრის თ. კაკულიას სახელობის ჩოგბურთის ფილიალში ჩოგბურთის მწვრთნელად.
2006-2009 წლებში მუშაობდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლად (სკოლა „ორ-ავნერი“).
2010-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტად.
2015 წლიდან დღემდე მუშაობს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ფიზიკური განათლების ექსპერტ-კონსულტანტად.
2015-2019 წლებში იყო საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2018 წლიდან დღემდე არის პედაგოგიკის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის კათედრის გამგე.
2020 წლიდან არის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი.

დამატებითი ინფორმაცია

2025 წლიდან არის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მსოფლიო ფედერაციის დირექტორთა საბჭოს წევრი (FIEPS  World Director Board).
2023 წლიდან – ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მსოფლიოს ელჩი (FIEPS, ფიზიკური აღრდისა და სპორტის მსოფლიო ფედერაცია).
2023 წლიდან – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი (განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი).
2023 -2025  – უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი (განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი).
2022 წლიდან – ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მსოფლიო ფედერაციის (FIEPS) ეროვნული დელეგატი საქართველოდან.
2021 (25.03) – ალკალას უნივერსიტეტის სადოქტორო საბჭოს წევრი, University of Alcala (Madrid, Spain).
2018-2020 – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექპერტი (განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი).
2018 წლიდან არის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (ფიზიკური აღზრდა და სპორტი) ხელმძღვანელი.
გამოქვეყნებული აქვს 20-მდე ნაშრომი ადგილობრივ და საერთაშორისო გამომცემლობებში.
კითხულობს კურსებს: „სპორტის პედაგოგიკა“, „სასწავლო პროცესის დაგეგმვა და შეფასება“, „პედაგოგიური ეთიკა“.