1988 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტიტუტი პედაგოგიურ ფაკულტეტზე.
1987–1989 წლებში იყო მძლეოსანთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე.
1988–1990 წლებში მუშაობდა საქართველოს სპორტკომიტეტში, მძლეოსნობის განყოფილებაში.
1989–1992 წლებში იყო საქართველოს მძლეოსანთა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი.
1990–1994 წლებში მუშაობდა თბილისის პოლითექნიკურ ტექნიკუმში.
1995–1996 წლებში მუშაობდა სპორტულ კლუბ „ოლიმპში“.
1997–2007 წლებში ასწავლიდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში.
2003–2009 წლებში მუშაობდა საფეხბურთო სკოლა „იმედში“.
2007–2010 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი.
2009–2011 წლებში მუშაობდა საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ აკადემიაში.
2013 წლიდან არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი.
2011 წელს მიენიჭა საერთაშორისო მსაჯის კატეგორია.
2013 წელს მიენიჭა საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება.
გამოცემული აქვს არაერთი სახელმძღვანელო და სამეცნიერო ნაშრომი.