1985 წელს დაამთავრა ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის საზოგადოებრივი პროფესიების ფაკულტეტის სპორტული ჟურნალისტიკის განყოფილება, მიენიჭა სპორტული ჟურნალისტის კვალიფიკაცია.
1986 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, მიენიჭა მწვრთნელ-მასწავლებლის კვალიფიკაცია აკრობატიკაში.
1986 წელს მიიღო მეთოდისტი-რეაბილიტოლოგის კვალიფიკაცია სამკურნალო ფიზკულტურის განყოფილებიდან.
1987-1990 წლებში გაიარა ასპირანტურა იმავე ინსტიტუტში სრული კურსით და წარადგინა დისერტაცია თემაზე: “ესთეტიკური განათლების როლი სპორტულ აკრობატიკაში მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მომზადების დროს”.
2015-2017 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის დოქტორანტურაში, წარმატებით დაიცვა დისერტაცია 2017 წლის 17 ივლისს და მიენიჭა სოციალური მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი.
1986-1987 წლებში სკოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რესპუბლიკური სკოლა-ინტერნატის მეთოდისტი-რეაბილიტოლოგი.
1990-2001 წლებში საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ტანვარჯიშის კათედრის მასწავლებელი მხატვრული ტანვარჯიშის სპეციალობით.
2001-2007 წლებში საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ტანვარჯიშის კათედრის უფროსი მასწავლებელი სპორტული აკრობატიკის სპეციალობით.
2007 წლიდან 2010 წლამდე სამედიცინო კოლეჯ “GBT”-ში მასაჟის თეორიისა და პრაქტიკის პედაგოგი.
2007-2012 წლებში კვლავ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტის პედაგოგი ბატუტზე ხტომების სპეციალობით.
2012-2013 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტის პედაგოგი ბატუტზე ხტომების სპეციალობით.
2014 წლიდან 2017 წლამდე იმავე უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორი ტანვარჯიშის საფუძვლების მიმართულებით.
2017 წლიდან დღემდე საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტანვარჯიშის კათედრის ასოცირებული პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი.
საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი და სპორტულ აკრობატიკაში ნაკრები გუნდის კონსულტანტი 2000 წლიდან 2022 წლამდე.
მონაწილეობა მიღებული აქვს არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტის ადმინისტრირების კურსში, მათ შორის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებულ კურსებში (2011, 2012, 2015, 2016 წლები).
2019 წელს მიენიჭა სპორტის საგანში წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
2024 წლის 11 ოქტომბერს მიენიჭა სპორტის საგანში მენტორის სტატუსი.