1982 წელს ჩააბარა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში,რომელიც დაამთავარა 1986 წელს მწვრთნელ – მასწავლებლის სპეციალობით.
1985-1986 წლებში ფიზკულტურის ინსტიტუტში სწავლობდა სამკურნალო ფიზკულტურის განყოფილებაზე და მიენიჭა რეაბილიტოლოგის კვალიფიკაცია.
1986 წელს დაამთავრა საზოგადოებრივ ფაკულტეტთან არსებულ სპორტული ჟურნალისტიკის კურსები და მიენიჭა სპორტული ჟურნალისტის კვალიფიკაცია.
1985 წლიდან მუშაობს ქ. თბილისის ტანვარჯიშის განვითარების სპორტულ ცენტრში მწვრთნელ-მასწავლებლად.
2002 წლიდან 2018 წლამდე ასრულებდა მასწავლებლის მოვალეობას საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში ბატუტზე ხტომების სპეციალობით.
2006 წელს მუშაობდა ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ.
2007 წლიდან 2010 წლამდე ილიას უნივერსიტეტის სპორტის აკადემიაში იყო მოწვეული პედაგოგი და ასოცირებული პროფესორი ბატუტზე ხტომების სპეციალობით.
2009 წლიდან 2011 წლამდე ასრულებდა მოწვეული პედაგოგის მოვალეობას ქ. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც ასევე ატარებდა ლექციებს ასოცირებული პროფესორის სტატუსით.
2014 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ტანვარჯიშის კათედრის ასისტენტ-პროფესორად.
2019 წლიდან 2025 წლამდე ამავე უნივერსიტეტში ასრულებდა ასისტენტ-პროფესორის და პედაგოგის ფუნქციებს სპორტული აკრობატიკის სპეციალობით.
2003 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება სპორტულ აკრობატიკაში.
2014 წელს მიენიჭა საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება.
1981 წელს მიენიჭა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის წოდება.
1992 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი.
1992 წლიდან დღემდე არის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სპორტულ აკრობატიკაში.
2018 წელს გაიარა ევროპის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებული მწვრთნელთა გადამზადების და ამაღლების კურსები.
2018 წელს დაასრულა მწვრთნელთა გადამზადების კურსი საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში A კატეგორიით.
გამოქვეყნებული აქვს შემდეგი სახელმძღვანელოები და პროგრამები:
საკლასიფიკაციო პროგრამა სპორტულ აკრობატიკაში 2024–2028 წლებისთვის
აკრობატული ვარჯიშები საჯარო სკოლებისა და სპორტული კლუბებისთვის, 2021 წელი
სპორტული აკრობატიკა: ცნებები და ტერმინები, 2021 წელი
წესთა კრებული სპორტულ აკრობატიკაში (თარგმანი შესწორებებით), 2025–2028 წლები
სასწავლო ახელმძღვანელო „ბატუტზე ხტომები“, 2007 წელი
2022 წლის 20–22 მაისს მონაწილეობა მიიღო სამსაჯო კურსებში, რომლებიც ჩატარდა თბილისში.
მიღებული აქვს მონაწილეობა 15 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.
სისტემატურად იღებს მონაწილეობას როგორც უნივერსიტეტის მასწავლებელთა, ასევე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში.