ედიშერ მაჩაიძეს აქვს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
არის ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
ბურიატიის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი.
1988-2016 წლებში იყო საერთაშორისო მსაჯი (3,2,1,E, ოლიმპიური კატეგორია – FILA და UWW).
2014-2020 წლებში იყო UWW-ის ინსტრუქტორი, ზედამხედველი და განათლების სპეციალისტი.\
2015 წლიდან საერთაშორისო სტუდენტური სპორტის ფედერაციის (FISU) ტექნიკური დელეგატის მოადგილე.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი.
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
UWW-ის ევროპის საბჭოს (აღმასრულებელი კომისიის) წევრი.
UWW-ის სამეცნიერო კომისიის წევრი.
დაჯილდოებულია მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციის (FILA) ოქროს ორდენით – 2006, 2012.
საქართველოს საუკეთესო მსაჯი – 2004-დან 2016 წლამდე ყოველწლიურად.
ევროპის ჭიდაობის ფედერაციის (CELA) ოქროს ორდენი – 2013.
UWW-ის ინსტრუქტორი – 2014-2015.
UWW-ის ზედამხედველი – 2015-2016.
UWW-ის განათლების წარმომადგენელი – 2017-2022.
დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ღირსების მედლით.
2014 წლის მსოფლიო საუკეთესო მსაჯი – ოქროს სასტვენი (FILA, UWW).
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოქროს მედალი – 2008, 2016, 2021.
საქართველოს უმაღლესი სპორტული წოდება – „სპორტის რაინდი“ – 2018.
ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, იუნიორები) – 1974, 1976.
საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი და ერთხელ ვერცხლის მედალოსანი (GR, იუნიორები) – 1973, 1974, 1975.
საბჭოთა კავშირის თასის ორგზის გამარჯვებული და ერთხელ ვერცხლის მედალოსანი (GR, უფროსები) – 1973, 1974, 1976.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობის საერთაშორისო სპორტის ოსტატი – 1976.
მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში (U23, იუნიორები, კადეტები), ასევე ოთხ ოლიმპიურ თამაშში: ათენი 2004, პეკინი 2008, ლონდონი 2012 და რიო 2016.
2017 წელს დაჯილდოებულია გაწეული არბიტრაჟული კარიერისთვის UWW-სგან (Recognition for Distinguished Judge Career).
2019 წელს დაჯილდოებულია UWW-ის მიერ „სამახსოვრო დაფით“ (UWW Commemorative Plaque).
ავტორია 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიის, აგრეთვე ერთი მონოგრაფიის.