საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

მაია მარგველაშვილი
მთავარი აკადემიური პერსონალი მაია მარგველაშვილი
საკონტაქტო

მაია მარგველაშვილი

განათლება

1986 წელს მიიღო მუსიკისა და სიმღერის პედაგოგის დიპლომი ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში.
1998 წელს დაამთავრა საერთაშორისო ინსტიტუტი „თბილისი“, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალისტის ხარისხით.
1999 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ტურიზმში იტალიის ტურიზმის მეცნიერებათა საერთაშორისო სკოლაში (რომი).
დაამთავრა თსუ ეკონომიკის ფაკულტეტი და 2002 წელს მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება

2000-2004 წლებში იყო საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
2006-2009 წლებში იყო თსუ-ის ასოცირებული პროფესორი და ტურიზმის კათედრის ხელმძღვანელი. 2003-2006 წლებში მუშაობდა თსუ-ში დოცენტად, კომერციისა და ტურიზმის ბიზნესის კათედრაზე.
2007-2009 წლებში ეკავა სასტუმრო კომპლექს “ბაზალეთის ტბის” გენერალური მენეჯერის პოზიცია.
2009 წელს მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მინისტრის მრჩევლად.
2009-2012 წლებში ხელმძღვანელობდა თსუ-ის ტურიზმის საერთაშორისო სკოლას და ასევე ასწავლიდა პროფესორის სტატუსით.
2011-2012 წლებში იყო აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ფულბრაიტის სტიპენდიატი.
2013 წლიდან დღემდე იწვევა ლექციების წასაკითხად სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში (აშშ).
2012-2015 წლებში იყო თსუ-ის სრული პროფესორი და ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
2015-2016 წლებში ეკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის პოზიცია ტურიზმის საკითხებში. 2012-2017 წლებში იყო აკრედიტაციის ექსპერტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
2016-2017 წლებში მუშაობდა მეწარმეობის განვითარების სააგენტოში კონსულტანტად.
2017-2020 წლებში მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ოფიცრისა და შემდგომ უფროსის პოზიციაზე, ასევე იყო საქართველოს წარმომადგენელი ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფში და პარიზის 2018 მინისტერიალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.
2020 წლიდან არის საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

დამატებითი ინფორმაცია

არის ავტორი 42 სამეცნიერო პუბლიკაციისა და რამდენიმე სახელმძღვანელოს, მათ შორის: „ტურიზმის ეკონომიკა“ და „ათი საფეხური ტურიზმის მდგრადი განვითარებისაკენ საქართველოში“.
აქვს 8 აკადემიური და 4 პროფესიული პროგრამის ავტორობა და ხელმძღვანელობდა 6 სადოქტორო და 50 სამაგისტრო ნაშრომს.
წარმოადგენს სხვადასხვა საგრანტო პროექტებში გამოცდილ პიროვნებას, მათ შორის ფულბრაიტის სტიპენდიანტი, Rotary Club-ის სოციალური პროექტის ავტორი, TACIS-ისა და საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამების მონაწილე.
მონაწილეობდა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში საქართველოში, ევროპაში და აშშ-ში, მათ შორის პრაღის სასტუმრო მენეჯმენტის ინსტიტუტში, სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში და UNWTO-ს პროგრამებში. არის Fulbright Association-ის, UNWTO-ს, Rotary Club-ის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. მიღებული აქვს ტურიზმის დეპარტამენტისა და UNWTO-ს საპატიო სიგელები.