საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

შოთა გოგიტაური
საკონტაქტო

შოთა გოგიტაური

განათლება

2004 წლის სექტემბრიდან 2008 წლამდე სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე.
2012 წლის თებერვალში დაასრულა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კურსი.
2014 წლის იანვარში გაიარა მარკეტინგის მენეჯმენტის კურსი ბიზნეს-სასწავლო ცენტრში BEMARK.
2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლამდე სწავლობდა ესპანეთში, Universidad Catolica San Antonio De Murcia-ში (LA LIGA UCAM), MBA სპორტის მენეჯმენტის ფაკულტეტზე.
2018 წლის მარტში მიიღო UEFA-GFF-GIPA-ის საფეხბურთო მენეჯმენტის სერტიფიკატი (CFM), შეფასება – A.
2018 წლის აგვისტოში გაიარა UEFA-ის უსაფრთხოების და დაცვის სერტიფიცირების კურსი.
2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლამდე მონაწილეობდა UEFA CFM ინგლისურენოვან პროგრამაში, შეფასება – A.
2020 წლის ოქტომბრში ჩაირიცხა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტურაზე.

სამუშაო გამოცდილება

2008 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა სს “პოპულიში” ფინანსურ მენეჯერად.
2012-2013 წლებში იყო შპს Dafy Architecture-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
2013-2014 წლებში მუშაობდა შპს Softmaster-ში პროექტის მენეჯერად.
2014-2015 წლებში იყო შპს Masterpack-ის გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი.
2016 წელს მუშაობდა ესპანურ საფეხბურთო კლუბ კორდობა CF-ში მარკეტინგისა და კომუნიკაციის მენეჯერად, სპორტული დირექტორის ასისტენტად. ახორციელებდა ინტერნეტპრომოციას, სპონსორებთან მოლაპარაკებებს, ფეხბურთელების ბაზის შექმნას და ტაქტიკური ანალიზების მომზადებას.
2016-2017 წლებში იყო საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივ თბილისის გაყიდვებისა და ღონისძიებების მენეჯერი. მართავდა სპონსორებთან კომუნიკაციას, თამაშების ორგანიზებას, მატჩის ანალიზს და ფეხბურთელების მონაცემთა ბაზის შექმნას.
2017 წლიდან არის ლოკომოტივ თბილისის გუნდის მენეჯერი და ღონისძიებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პასუხისმგებელია მატჩების ორგანიზებაზე, მარკეტინგულ გეგმებზე, ახალი ფეხბურთელების მოძიებასა და ტრანსპორტისა და სასტუმროების დაჯავშნაზე გასვლითი თამაშების დროს.
2016 წლიდან მუშაობს სსიპ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად. კითხულობს ლექციებს სპორტ მარკეტინგსა და ინფრასტრუქტურაზე, ასევე ასრულებს მარკეტინგის კონსულტანტისა და პროექტის კოორდინატორის ფუნქციებს.
2018 წლიდან არის შპს Sport Solution-ის დამფუძნებელი და დირექტორი. ორგანიზებას უწევს სპორტულ ღონისძიებებს, სეზონურ შეკრებებსა და ამხანაგურ მატჩებს, მართავს სოციალურ მედიას და ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს.
2020 წლიდან თანამშრომლობს La Liga Business School-თან, როგორც კოორდინატორი. მონაწილეობს საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და გაყიდვების/მარკეტინგის კონსულტაციაში.
2021 წლიდან 2023 წლამდე იყო სპორტული კომპლექს არენას გენერალური მენეჯერი. ხელმძღვანელობდა სპონსორების მოძიებას, ღონისძიებების დაგეგმვას, პერსონალისა და ბიუჯეტის კონტროლს.
2023 წლიდან მუშაობს მრავალფუნქციურ სპორტულ ცენტრში სპორტის დირექტორად. ახორციელებს ღონისძიებების ორგანიზებას, მარკეტინგულ აქტივობებს, პერსონალის მართვას და სპონსორებთან მოლაპარაკებებს.

დამატებითი ინფორმაცია

2017 წლის 5 მაისს მიენიჭა საფეხბურთო მწვრთნელის C ლიცენზია.