საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

მალხაზ ბიბილური
მთავარი აკადემიური პერსონალი მალხაზ ბიბილური
საკონტაქტო

მალხაზ ბიბილური

განათლება

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1978-1983 წლებში, გეოლოგიური ფაკულტეტი, სპეციალობით ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების ტექნიკა და კომპლექსური მექანიზაცია. მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია.
2009 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ნამზადთა საიმედოობის გაზრდის მიზნით ნეიტრონული დასხივების გავლენა მასალების ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებზე“, რის საფუძველზეც მიენიჭა ფიზიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2015 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სინგულარულ საკუთრივ ფუნქციათა გამოყენება ნეიტრონული დასხივების თეორიიდან წარმოქმნილ ზოგიერთ მათემატიკურ ამოცანაში“, რის საფუძველზეც მიენიჭა მათემატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება

2000-2013 წლებში მუშაობდა თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ უნივერსიტეტში მასწავლებლად.
2003-2005 წლებში მუშაობდა მყარი სხეულების სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში ინჟინრის პოზიციაზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
2009-2010 წლებში იყო ასოცირებული პროფესორი გრ. ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში.
2010-2011 წლებში ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში.
2010-2011 წლებში იყო ასოცირებული პროფესორი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU).
2011-2014 წლებში მუშაობდა მოწვეულ პროფესორად სასწავლო უნივერსიტეტში „გეომედი“.
2013-2021 წლებში იყო მოწვეული პროფესორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში.
2014-2020 წლებში მუშაობდა ასოცირებულ პროფესორად სასწავლო უნივერსიტეტში „გეომედი“.
2019 წლიდან დღემდე მოწვეულ პროფესორად ასწავლის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU).
2020 წლიდან დღემდე არის ასოცირებული პროფესორი საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მიმართულებით.
2020 წლიდან დღემდე მოწვეული პროფესორია სასწავლო უნივერსიტეტში „გეომედი“.
2021 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკის ფაკულტეტზე, მენეჯერის სამსახურში, როგორც მთავარი სპეციალისტი.