1995-1999 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის მწვრთნელთა ფაკულტეტზე, სადაც მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მწვრთნელობისა და სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალობით.
1998-2002 წლებში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი „მცირე აკადემია“, რომელიც ახალგაზრდ მეცნიერთა ასოციაციასთან იყო არსებული. სწავლობდა ბიზნესის ფაკულტეტზე და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი ფინანსების და საბანკო საქმის მენეჯმენტში.
2003 წლის 1 სექტემბერს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო შემდგომ ბიოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხი.
2002-2006 წლებში საქმიანობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში, სადაც ასწავლიდა როგორც საგნის მასწავლებელი. კითხულობდა ადამიანის ზოგადი ფიზიოლოგიისა და სპორტის ფიზიოლოგიის კურსებს.
2006-2007 წლებში იმავე აკადემიაში დაინიშნა ასისტენტ პროფესორად. პარალელურად 2006-2007 წლებში იყო სამკურნალო ფიზიკური კულტურის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
2007-2008 წლებში ასისტენტ პროფესორის პოზიციაზე მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ადამიანის ზოგადი ფიზიოლოგიისა და სპორტის ფიზიოლოგიის კურსებს.
2013 წლიდან არის საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. კითხულობს ადამიანის ზოგადი ფიზიოლოგიის, სპორტის ფიზიოლოგიისა და ფიტნესის საფუძვლების კურსებს.
2014-2019 წლებში იყო ასოცირებული პროფესორი სასწავლო უნივერსიტეტ „გეომედში“.
2023 წლიდან განაგრძობს მოღვაწეობას საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც ასოცირებული პროფესორი და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი.