ნინო ქოჩაკიძემ 1973 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.
2006 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
სხვადასხვა წლებში გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და ტრენინგები.
1975-1977 წლებში მუშაობდა თბილისის მეორე სამედიცინო სასწავლებელში, ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგად.
1977-1980 წლებში – ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო გენეტიკის კაბინეტში, უფროს ლაბორანტად.
1980-1983 წლებში – ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ექიმი-გენეტიკოსის თანამდებობაზე.
1983-1984 წლებში – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, სამეცნიერო ნაწილის ინსპექტორად.
1984-2006 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ადამიანის ნორმალური ანატომიისა და სპორტული მორფოლოგიის დეპარტამენტში პროგრამირებული სწავლების ლაბორატორიის უფროსი, შემდეგ უფროსი პედაგოგი, დოცენტი და ასისტენტ-პროფესორი.
2007-2008 წლებში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ ფაკულტეტზე, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე.
2007 წლიდან დღემდე მუშაობს თსსუ ფუნქციური მორფოლოგიის დეპარტამენტში, პედაგოგად.
2013 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, პროფესორად.
2018 წლიდან არის ანატომიის, ფიზიოლოგიის, ბიოლოგიისა და ბიოქიმიის კათედრის გამგე.
სადისერტაციო ნაშრომის – „ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური და ფუნქციური განვითარების თავისებურებები კახეთის რეგიონში“ – აპრობაციის რეცენზენტი.
თსსუ სამაგისტრო პროგრამა – „კონსტიტუციური აბერაციის მქონე პირთა ფიზიკური რეაბილიტაცია და ადაპტაციის“ – ავტორი და ხელმძღვანელი.
2006 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის, სამკურნალო ფიზკულტურისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
2014-2019 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.
2024 წლიდან არის საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.
არის 55 პუბლიკაციის, 2 მონოგრაფიისა და 7 სახელმძღვანელოს ავტორი.
მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კონფერენციაში, სემინარსა და სიმპოზიუმში.
მისი სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართულება იყო აბერაციული გენომის მქონე პირთა რეაბილიტაცია ფიზიკური დატვირთვების გამოყენებით, მედიკამენტოზურ თერაპიასთან ერთად. საკვლევი სამეცნიერო მუშაობის ეს მიმართულება საქართველოს მასშტაბით იყო პირველი და წარმატებული პროექტი.
შემდეგი მისი სამეცნიერო კვლევითი მუშაობა მთლიანად მიეძღვნა სპორტს, კერძოდ, ბოლო 10 წლის განმავლობაში თანამშრომლებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს სპორტის სხვადასხვა სახეობებში ადრეული სელექციის საკითხებზე.
სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები ასახულია ელექტრონულ სამეცნიერო საერთაშორისო ბაზებში.
სამეცნიერო მუშაობასთან ერთად აქტიურად მონაწილეობს სპორტის უნივერსიტეტის საქმიანობაში.
არის რამდენიმე სადოქტორო ნამუშევრის მეცნიერ-ხელმძღვანელი.
არის სხვადასხვა მიმართულების სპორტულ-მორფოლოგიური სახელმძღვანელოების ავტორი.