საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

პაატა ღუდუშაური
მთავარი აკადემიური პერსონალი პაატა ღუდუშაური
საკონტაქტო

პაატა ღუდუშაური

განათლება

1990–1996 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
1997 წელს გაიარა ორთოპედიული ქირურგიის 12-თვიანი ინტერნატურა.
1998–2001 წლებში მიიღო ორთოპედიული ქირურგიის სპეციალიზებული მომზადება.
ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიულ ქირურგიაში სერტიფიცირებულია 2001 წლის 30 აგვისტიდან.
დაცული აქვს დისერტაცია და ფლობს დოქტორის აკადემიურ ხარისხს 2015 წლის 23 დეკემბრიდან.

სამუშაო გამოცდილება

1997-2003 წლებში მუშაობდა აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ს/კ ცენტრში, ტრავმატოლოგ-ორთოპედად.
2003-2006 წლებში – აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ტრავმატოლოგ-ორთოპედად.
2006 წელს – დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში, ტრავმატოლოგ-ორთოპედად.
2006-2011 წლებში – აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში (ქუთაისი), ტრავმატოლოგ-ორთოპედად.
2011-2012 წლებში – მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში.
2011-2017 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მოწვეულ მასწავლებლად.
2012 წლიდან დღემდე ავერსის კლინიკის ტრავმატოლოგ-ორთოპედია.
2017 წლის სექტემბრიდან არის ასოცირებული პროფესორი საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტში.
2019 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.
იგივე წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა უწყვეტი სამედიცინო განათლების (CME) კოორდინატორი.

დამატებითი ინფორმაცია

2009 წლიდან მოყოლებული, მონაწილეობს და ასწავლის როგორც ლექტორი და ფაკულტეტის წევრი AO Trauma-ს კურსებსა და სემინარებზე, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: საბერძნეთში, რუმინეთში, უნგრეთში, აზერბაიჯანში, მალტაში, ჩეხეთში, ესტონეთში, პოლონეთში, თურქეთში, ლატვიაში, ბელარუსში, უკრაინაში, ლიტვაში და შვეიცარიაში.
2006 წლიდან არის AO Trauma-ს სემინარების ორგანიზატორი და ჩეირპერსონი საქართველოში.
Kutaisi-სა და Tbilisi-ში უმასპინძლა საერთაშორისო AO სემინარებს ხელის, მაჯის, შიდა ფიქსატორებისა და ძვლის ღერძოვანი ფიქსაციის საკითხებზე.
2021 წლიდან აქტიურადაა ჩართული AO Trauma Online Masters და AO Recon კურსებში, რომლებშიც ასწავლის ისეთ თემებზე როგორიცაა ქვედა კიდურის დაზიანებები და სახსრების ენდოპროთეზირება.