საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

დავით ხაჩიძე
საკონტაქტო

დავით ხაჩიძე

განათლება

დავით ხაჩიძემ 1980-1981 წლებში დაამთავრა ტექნიკური სასწავლებელი №108 მშენებლის სპეციალობით.
1981-1986 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე, ბიოფიზიკის სპეციალობით.
1995 წელს დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა მიმართულებით და მიენიჭა აკადემიური დოქტორის ხარისხი.
მისი დისერტაციის თემა იყო: „ქრომატინის და დნმ-ის სტრუქტურული თვისებები in-vivo და in-vitro პირობებში ბენზო(α)პირენის, მიტოქსანტრონის და ლაზერული გამოსხივების ზემოქმედებისას“.

სამუშაო გამოცდილება

1982-1985 წლებში მუშაობდა სსსრ სამინისტროს I მაისის რაიონის II სახანძრო განყოფილებაში მექანიკოსად.
1985-1990 წლებში მოღვაწეობდა მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტში, სამედიცინო ბიოფიზიკის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად.
1985-1992 წლებში მუშაობდა პროფკავშირების კულტურის სასახლეში ხმის ინჟინრად.
1987-2000 წლებში იყო სპორტკლუბ „დინამოს“ მწვრთნელი ძიუდოსა და სამბოში.
1990-1992 წლებში სწავლობდა ევგენი ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის ბიოპოლიმერების თერმოდინამიკის ლაბორატორიაში, როგორც ასპირანტი.
1992-1996 წლებში იმავე ინსტიტუტში მუშაობდა ბიოპოლიმერების თერმოდინამიკის ლაბორატორიაში მეცნიერ თანამშრომლად.
1994-1999 წლებში ხელმძღვანელობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის სიმსივნური პროცესების დიაგნოსტიკის ექსპერიმენტულ ლაბორატორიას.
1996 წლიდან დღემდე მუშაობს ევგენი ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტში ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის ლაბორატორიაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად.
2003 წელს იყო მაგისტრანტების გიორგი ივანიშვილის და მიხეილ ბლავატსკის სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელი პროგრამა „კიბერნეტიკის“ ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2008-2009 წლებში მუშაობდა მოლეკულური ბიოლოგიის და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტში დირექტორად.
2008-2011 წლებში იყო სპორტკომპლექს „ვისოლის“ დირექტორი და ფარიკაობის სკოლის „ავაზას“ დირექტორი.
2009 წელს ხელმძღვანელობდა მაგისტრანტ ნატო ჯანიაშვილის სამაგისტრო ნაშრომს პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“-ს ფარგლებში თსუ-ში.
2012 წელს ხელმძღვანელობდა საბაკალავრო პროექტს კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით თემაზე „საინფორმაციო სისტემა ფალავანი“.
2012-2021 წლებში კითხულობდა ლექციებს თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე კურსით: „ბიოსამედიცინო ხელსაწყოების საფუძვლები“.
2012-2018 წლებში ასწავლიდა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში კურსზე: კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
2013-2018 წლებში იყო იმავე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე.
2013-2024 წლებში ასწავლიდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საზოგადოებრივ კოლეჯში კომპიუტერულ უნარებსა და წიგნიერებას.
2013-2025 წლებში მუშაობს საქართველოს სპორტის სახელმწიფოუნივერსიტეტში ლექციის კურსით „სამედიცინო ბიოფიზიკა“ როგორც ასოცირებული პროფესორი.
2013-2025 წლებში არის იმავე უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოცირებული პროფესორი.

დამატებითი ინფორმაცია

2004 წელს მონაწილეობა მიიღო ლვოვში სოროსის ფონდის მიერ ორგანიზებულ ეკოლოგიური საკითხების ტრენინგში.
2006 წელს გაიარა GRDF-ის და Caucasian School of Business-ის ორგანიზებული პრაქტიკული ბიზნეს ტრენინგი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მენეჯმენტში.
იგი აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო პროექტებსა და გრანტებში:
1997-1999 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტის 2.23 წევრი;
2000-2001 წლებში – გრანტი 2.27;
2002-2003 წლებში – გრანტი 2.26.02.
2004-2005 წლებში იყო გერმანულ-კავკასიური საერთაშორისო პროექტის TANDEM (Tbilisi Accelerator based Nuclear Dating and Environmental Monitoring) ინიციატივის წევრი.
2008-2011 წლებში იყო ბრიტანულ-რუსული თანამშრომლობის პროექტის CNCP („ატომური ქალაქები“) პროექტის მენეჯერი.
2009-2010 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტს GNSF/ST08/2-370.
2012-2013 წლებში იყო საერთაშორისო პროექტის „Development of Industrial Prototype Spectropolarimeter for Medical Use Based on Liquid Crystal Polarization Diffraction Grating“ ჯგუფის ხელმძღვანელი.
2008 წელს გახდა თსუ-ის საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი ბიოფიზიკის დარგში.
2012 წელს იყო თსუ-ის სამეცნიერო-ტექნიკური რესურსების შემსწავლელი კომისიის წევრი.
არის საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემიის საბჭოს წევრი.
2011 წლიდან 2024 წლამდე იყო საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
2011-2017 წლებში იყო ამავე ფედერაციის კადეტთა უფროსი მწვრთნელი.
სპორტულ სფეროში იგი არის სსრკ სპორტის ოსტატი ძიუდოში და სამბოში.
არის საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი ძიუდოში, სამბოში და ქართულ ჭიდაობაში.
ასევე არის სსრკ ტურნირების და „დინამოს“ ჩემპიონი სამბოში.
მოიპოვა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება სამბოში.