1966 წელს ჩააბარა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფრანგული ენის ფაკულტეტზე. ორი წლის შემდეგ, გადავიდა ინგლისური ენის ფაკულტეტზე პირველ კურსზე, სადაც სწავლობდა ხუთი წელი. 1973 წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი ბაკალავრის წოდებით და მიენიჭა პედაგოგის კვალიფიკაცია.
1983 წელს ჩაირიცხა სინქრონული თარგმანის კურსებზე.
1985 წელს დაასრულა სინქრონული თარგმანის სრული კურსი და მიენიჭა სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის თარჯიმნის კვალიფიკაცია.
ვიოლეტა მელაშვილი მუშაობდა თარჯიმნად კინოსტუდიებში „კოსმოსი“ და შემდგომში „გაზსფხული“, სადაც ახორციელებდა ფილმების გახმოვანებას ინგლისურ ენაზე.
1974 წლიდან განაგრძო მუშაობა თარჯიმნად აღნიშნულ სფეროში.
1982-1983 წლებში მივლინებულ იქნა იემენში (ადენი), როგორც თარჯიმანი.
1986 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, სადაც დღემდე მუშაობს — ამჟამად საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სპორტის აკადემიაში).
2025 წელს მუშაობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან არსებულ ფეხბურთის მსაჯთა აკადემიაში.
ვიოლეტა მელაშვილს მინიჭებული აქვს პედაგოგის კვალიფიკაცია და აქვს პროფესიული გამოცდილება როგორც სასწავლო, ისე თარგმნისა და კინოფილმების გახმოვანების მიმართულებით. ფლობს ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატებს, მათ შორის: ESOL TKT Module 1, 2, 3, 4. თარგმნილი აქვს შემდეგი სახელმძღვანელოები: „საწყალოსნო სპორტის სახეობები“, „სპორტული ცურვა“ (წიგნები 1, 2, 3), და „მენეჯმენტის საფუძვლები“.