მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) სამეცნიერო კვლევითი სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებსა და ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
- სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“, უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
- სამსახური ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორის წინაშე და ასრულებს მის მითითებებსა და დავალებებს.
მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
- სამსახურის ამოცანაა:
- ხელი შეუწყოს აკადემიური პერსონალის კვლევითი საქმიანობის განვითარებისათვის საჭირო გარემოს შექმნას, მათ შორის:
- კვლევით პრიორიტეტებთან შესაბამისი ინდივიდუალური და ჯგუფური ინიციატივების წახალისებას;
- აკადემიური პერსონალის მოტივაციასა და პროფესიულ ზრდას კვლევით საქმიანობაში ჩართულობის გზით;
- კვლევითი შედეგების პუბლიკაციის, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის მხარდაჭერას;
- აკადემიური პერსონალის ჩართულობას საერთაშორისო კვლევით პროექტებში;
- ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობას ადგილობრივ საგრანტო და სხვა ტიპის კვლევით პროექტებში;
- მართოს და შეაფასოს საგრანტო დაფინანსებასთან (გარე და შიდა) დაკავშირებული შიდასაუნივერსიტეტო პროცესები; უზრუნველყოს უნივერსიტეტის შიდა მექანიზმებით სამეცნიერო კვლევის მხარდაჭერის ღონისძიებების კოორდინაცია;
- უზრუნველყოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საბაზისო და სამეცნიერო კვლევითი უნარ-ჩვევების სწავლება; ხელი შეუწყოს მათ ჩართულობას სამეცნიერო-კვლევით პროექტებში.
- ხელი შეუწყოს აკადემიური პერსონალის კვლევითი საქმიანობის განვითარებისათვის საჭირო გარემოს შექმნას, მათ შორის:
- სამსახურის ფუნქციებია:
- უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი განვითარების სტრატეგიის განხორციელების კოორდინირება;
- სამეცნიერო/საგრანტო კვლევების და შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში მონაწილეობა;
- უნივერსიტეტის შიდა საგრანტო კონკურსში წარდგენილი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შეფასების მიზნით საგრანტო კომისიის სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
- უნივერსიტეტის საგრანტო პროექტების ფარგლებში მიმდინარე კვლევების მონიტორინგი;
- სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით სამეცნიერო ცენტრებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, არსებული კავშირების შენარჩუნება და განვითარება;
- სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის ბაზაზე შესრულებული კვლევითი პროექტების შედეგების საფუძველზე მომზადებული სტატიების ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნების ხელშეწყობა;
- უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მუდმივი და დროული ინფორმირება ადგილობრივი (მათ შორის უნივერსიტეტის) და საერთაშორისო კონფერენციებისა თუ საგრანტო კონკურსების გამოცხადების და მათში მონაწილეობის კრიტერიუმების შესახებ;
- ღია ლექციების ორგანიზება და ჩატარება;
- უნივერსიტეტში სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება;
- სამეცნიერო კვლევებში ჩართვის სურვილის მქონე სტუდენტთა შერჩევა გასაუბრებისა და მათი აკადემიური მოსწრების საფუძველზე;
- სამეცნიერო-კვლევით სფეროში გამორჩეულ სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მიღწევების აღიარება, მათი წახალისება/დაჯილდოების შესახებ რექტორისათვის რეკომენდაციების წარდგენა;
- სტუდენტთა სამეცნიერო უნარ-ჩვევების სწავლებისათვის შესაბამისი გარემოს და სათანადო აღჭურვილობის უზრუნველყოფა;
- ეროვნული სამეცნიერო ფონდის/ფონდების და ასევე ადგილობრივი ფონდებს მიერ დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო პროექტების ადმინისტრირება და ხელშეწყობა.
მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა, ხელმძღვანელობა და თანამშრომლები
- სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მის წინაშე;
- სამსახურის უფროსის არყოფნის ან/და ამ პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ;
- სამსახურის შემადგენლობაში შედიან სპეციალისტები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი. ისინი ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე. მათი უფლება/მოვალეობები და ფუნქციები განსაზღვრულია მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებითა და სამუშაო აღწერილობით.
მუხლი 4. სამსახურის უფროსი
- სამსახურის უფროსი:
- ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
- ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებს და დავალებებს;
- პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
- აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ ფუნქციების შესრულებას; ე) ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას;
- პერიოდულად სამსახურის თანამშრომლებისგან ისმენს ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
- უნივერსიტეტის რექტორს წარუდგენს სამსახურის საქმიანობის შესახებ წლიურ ან/და წელიწადში ორჯერ ანგარიშს;
- უნივერსიტეტის რექტორს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის სახელით გასცემს დასკვნებს;
- შუამდგომლობს სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
- ასრულებს რექტორის მითითებებს წინამდებარე დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 5. დასკვნითი დებულებები
- დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- დებულება ძალაშია საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან;
- დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების ან/და სამსახურის ლიკვიდაციის შემთხვევაში.