თავი I ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სსიპ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებსა და ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2
- სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“, უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
- სამსახური ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორის წინაშე და ასრულებს მის მითითებებსა და დავალებებს.
თავი II სამსახურის მიზანი, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 3.
სამსახურის მიზანია:
- უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავება და მის განხორციელებაში ხელშეწყობა;
- უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოება და განმტკიცება; გ) სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
- უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობისა და რეპუტაციის ამაღლება;
- საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებში.
სამსახურის ამოცანაა:
- ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიისა და მხარდამჭერი პროცესების კოორდინირება;
- საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის ხელშეწყობა და საერთაშრისო დონეზე უნივერსიტეტის ავტორიტეტის ამაღლება;
- უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა, თანამშრომელთა, მკვლევართა და სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა;
- უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
- კვლევის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
- უცხოელი სტუდენტების რეკრუტირება და მხარდაჭერა.
სამსახურის ფუნქციებია:
- ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება უნივერსიტეტის ზოგადი სტრატეგიის მიზნების შესაბამისად, სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა, შესაბამისი აქტივობების კოორდინირება და მონიტორინგი;
- საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კვლევით ინსტიტუტებთან კავშირების ჩამოყალიბება და განვითარება; საერთაშორისო ასოციაციებსა და ქსელებში უნივერსიტეტის გაწევრიანება და უნივერსიტეტის როლის გაზრდა;
- ურთიერთობა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან;
- საერთაშორისო რანჟირების სისტემებში უნივერსიტეტის ჩართულობის ხელშეწყობა; ე) საერთაშორისო გაცვლების შესაძლებლობების შექმნა; გაცვლითი პროგრამების კოორდინირება; საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურება; სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერის სერვისების შეთავაზება;
- საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის მიზნით უნივერსიტეტის ფაკულტეეტებთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახუთან მჭიდრო თანშრომლობა;
- უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების მოზიდვა და მხარდაჭერა;
- კვლევაზე ორიენტირებული თანამშრომლობის ხელშეკრულებებისა და პროექტების განვითარების ხელშეწყობა;
- უცხოელი მკვლევრების ვიზიტების ორგანიზებაში დახმარება;
- საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მასპინძლობა/ორგანიზება ნუნივერსიტეტში;
- პოტენციური სტუდენტების მოზიდვის/მარკეტინგის კამპანიის წარმოება; ესაერთაშორისო ვიზიტების განხორციელება (მონაწილეობა გამოფენებში, პრომო ტურები, ვბიზიტები სკოლებში, შეხვედრები აგენტებთან);
- საერთაშორისო მნიშვნელობის შეხვედრების, საჯარო ლექციების, ვორქშოფებისა და სხვადასხვა კვლევითი და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება;
- საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებელების სამეცნიერო დაწესებულებების დელეგაციების მიღება;
- უნივერსიტეტის საზოგადოების ინფორმირება სხვადასხვა საერთაშორისო აქტივობების სშესაძლებლობების შესახებ;
- ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობი საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერა.
თავი III სამსახურის სტრუქტურა, ხელმძღვანელობა და თანამშრომლები
მუხლი 4
- სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
- სამსახურის უფროსის არყოფნის ან/და ამ პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ.
- სამსახურის შემადგენლობაში შედიან უფროსი სპეციალისტი/სპეციალისტები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი. ისინი ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე. მათი უფლებები/მოვალეობები და ფუნქციები განსაზღვრულია მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებით და სამუშაო აღწერილობებით.
მუხლი 5. სამსახურის უფროსი
- სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.
- სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის მიზნებისა და ამოცანების შესრულებაზე.
- სამსახურის უფროსის ძირითადი ფუნქციებია:
- სამსახურის მუშაობის დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი;
- სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციონალური მოვალეობების განსაზღვრა და მათ მიერ სამუშაოს შესრულების მონიტორინგი;
- უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელების კოორდინაცია;
- საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების დამყარება და განვითარება, მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების მომზადებაში მონაწილეობა;
- უნივერსიტეტის სახელით საერთაშორისო შეხვედრებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა;
- უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან საერთაშორისო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა;
- კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
- რექტორისა და პრორექტორისთვის წინადადებების წარდგენა საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესების შესახებ; ასევე სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენა;
- თანამშრომელთა შეფასება;
- სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
- სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა და მის ეფექტურ გამოყენებაზე კონტროლი;
- სხვა ფუნქციების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია სამსახურის კომპეტენციასთან.
თავი IV დასკვნითი დებულებები
მუხლი 9.
- დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- დებულება ძალაშია სსიპ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან. დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების ან/და სამსახურის ლიკვიდაციის შემთხვევაში.