Georgian State
University of Sport

სამართლებრივი აქტები
მთავარი ჩვენს შესახებ სამართლებრივი აქტები საგამოცდო ცენტრის დებულება

საგამოცდო ცენტრის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სსიპ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – „უნივერსიტეტი“) საგამოცდო ცენტრის (შემდგომში – „ცენტრი“) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებსა და ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
  2. ცენტრი წარმოადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
  3. ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

თავი II. ცენტრის მიზანი და ფუქნციები

მუხლი 2. ცენტრის მიზანი და ფუნქციები

  1. ცენტრის მიზანი და ფუნქციებია:
    • უნივერსიტეტში გამოცდების ერთიანი სისტემის შექმნა და დანერგვა, სანდო და გამჭვირვალე საგამოცდო პროცესის უზრუნველყოფა;
    • სწავლის დონის ამაღლების ხელშეწყობა;
    • უნივერსიტეტში შუალედური, დასკვნითი/დამატებითი წერითი, ელექტრონული გამოცდების;
    • უნივერსიტეტში მაგისტრატურის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები წერითი გამოცდების ორგანიზება;
    • სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან უნივერსიტეტში გადმოსასვლელი გამოცდების, გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილე სტუდენტებისათვის წერითი გამოცდების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების მიზნით ჩასატარებელი გამოცდებისა და ლიცენიზრებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების ფარგლებში მიღებული განათლების დადასტურების გამოცდების ორგანიზება;
    • კომპეტენციის ფარგლებში გამოცდების პროცესის მარეგულირებელი წესებისა და ინსტრუქციების შემუშავება;
    • შუალედური, დასკვნითი/დამატებითი წერითი, ელექტრონული ფორმით – ასევე მაგისტრატურის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები და მობილობის გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ერთეულებიდან გამოთხოვა;
    • ყოველ სემესტრში, აკადემიური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შუალედური, დასკვნითი/დამატებითი წერითი გამოცდების ჩატარების განრიგის გამოქვეყნება;
    • გამოცდების ჩატარების, გამოცდების შედეგების გამოქვეყნებისა და გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება დადგენილი წესის შესაბამისად;
    • უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე შემოსული საჩივრების განხილვა;
    • გამოცდის შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში სააპელაციო პროცედურების ორგანიზება;
    • საგამოცდო პროცესში მონაწილე მხარეებისათვის (ლექტორები, სტუდენტები, სასწავლო პროცესის მართვის სამსახური, დამკვირვებლები და სხვ.) გამოცდებთან დაკავშირებული სრულყოფილი ინფორმაციის დროულად მიწოდება;
    • შუალედური, დასკვნითი/დამატებითი წერითი, ელექტრონული გამოცდების მასალების მომზადება 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე გამოცდის ჩატარებამდე, საგამოცდო მასალების შესაბამისი კურსის სილაბუსებთან ტექნიკური და სტრუქტურული შედარების ორგანიზება და დამკვირვებლებისთვის მიწოდება;
    • ტესტების გამოთხოვა ლექტორებისგან;
    • საგამოცდო ნაშრომების ლექტორებისთვის გადაცემა;
    • სასწავლო კურსის განმახორციელებელი პერსონალის მიერ საგამოცდო საკითხების დროული მიწოდების კონტროლი;
    • საგამოცდო პროცესის მონიტორინგის შედეგების ანალიზის განხორციელება, საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და შედეგების უნივერსიტეტის რექტორისათვის წარდგენა.
  2. ცენტრი ახორციელებს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებებსა და მოვალეობებს.

 

თავი III. ცენტრის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა

მუხლი 3. ცენტრის სტრუქტურა

  1. ცენტრი  არის  უნივერსიტეტის  მართვის  ორგანო,  რომელსაც  ხელმძღვანელობს  ცენტრის უფროსი.
  2. უნივერსიტეტის საშტატო განრიგით ცენტრისთვის განსაზღვრული თანამდებობებია: ცენტრის უფროსი, მთავარი სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულებით).
  3. ცენტრის უფროსს უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მთავარ სპეციალისტს (შრომითი ხელშეკრულებით) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ცენტრის უფროსის წარდგინებით.
  4. ცენტრის უფროსის დროებით არყოფნის (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა, დროებით – 2 დღეზე მეტი ვადით არყოფნა), აგრეთვე ცენტრის უფროსის დავალების შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მთავარი სპეციალისტი.
  5. მთავარი სპეციალისტის უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით და სამუშაო აღწერილობით.
  6. გამოცდების ჩასატარებლად აუცილებელი ღონისძიებების და გამოცდის მსვლელობისას დისციპლინის უზრუნველსაყოფად, ცენტრის უფროსის წარდგინების საფუძველზე შესაძლებელია  დამკვირვებლების  მოწვევა.  ცენტრის  დამკვირვებელი  შეიძლება  იყოს
  7. უნივერსიტეტის თანამშრომელი ან/და მოწვეული პირი. დამკვირვებლების ფუნქცია/მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.


მუხლი 4. საგამოცდო ცენტრის უფროსი

  1. ცენტრის უფროსი:
    • ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას;
    • წარმოადგენს ცენტრს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია ცენტრზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
    • ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
    • ზედამხედველობს ცენტრის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ უნივერსიტეტის შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
    • წარუდგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წინადადებებს ცენტრის შიდა სტრუქტურის, საშტატო განაწილების, მუშაობის ორგანიზაციის, ცენტრის თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
    • ახორციელებს დაქვემდებარებული თანამშრომლების შეფასებას;
    • შუამდგომლობს უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ცენტრის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე;
    • შუამდგომლობს ფულადი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია ცენტრის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
    • არაუგვიანეს მომდევნო წლის პირველი კვარტლისა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და რექტორს წარუდგენს ცენტრის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს, აგრეთვე ნებისმიერ დროს რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად;
    • განიხილავს ცენტრში შემოსულ კორესპონდენციას;
    • ხელს აწერს ცენტრში მომზადებულ დოკუმენტებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;
    • პერიოდულად ისმენს ცენტრის თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული შესრულებული სამუშაოს შესახებ;
    • ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
    • ასრულებს რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალებებს.
  2. ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე.

 

მუხლი 5. მთავარი სპეციალისტი

ასრულებს ცენტრის უფროსის მიერ მასზე განაწილებულ ფუნქციებს, რომლიც გაწერილია შრომით ხელშეკრულებასა და სამუშაო აღწერილობაში. მთავარი სპეციალისტი ანგარიშვალდებულია საგამოცდო ცენტრის უფროსის წინაშე.

 

თავი IV. დასკვნითი დებულებები

მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 7. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.