თავი I ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სსიპ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებსა და ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2
- ცენტრი წარმოადგენს უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“, საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
- ცენტრი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე და ასრულებს მათ მითითებებსა და დავალებებს.
თავი II ცენტრის საქმიანოების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 3
- ცენტრის ამოცანებია:
- უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების/ კურსების /სემინარების ორგანიზება;
- ფართო საზოგადოებისთვის უწყვეტი განათლების ცენტრის სერვისების შეთავაზებით სასწავლო უნივერსიტეტის როლისა და მნიშვნელობის გაძლიერება;
- სპორტის სპეციალისტებისთვის პროფესიული განვითარების მიზნით კონსულტაციის გაწევა;
- ქართულ/უცხოურ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო/კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობა და საგანმანათლებლო პროექტების მომზადება;
- უნივერსიტეტის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარების განვითარების მოთხოვნათა ანალიზის საფუძველზე შესაბამისი აქტივობების (ტრენინგების, სემინარების, კურსების) მოძიება/შეთავაზება;
- საუნივესიტეტო საზოგადოებისათვის (აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები) და მის გარეთ დაინტერესებული პირებისათვის პროფესიული და პიროვნული ზრდაზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზება საუნივერსიტეტო რესურსების გამოყენებით, რისთვისაც უნივერსიტეტი უზრუნველყოფს პროფესიული პროგრამების, ტრენინგების, მასტერკლასების, კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა განხორციელებას;
- მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების (LLL) პრინციპების დანერგვის გზით დასაქმების სფეროში წვლილის შეტანა და საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის მიმზიდველობის ზრდის ხელშეწყობა.
- ცენტრის ფუნქციებია:
- უნივერსიტეტის პერსონალის ტრენინგებისა და შესაბამისი პროგრამების საჭიროების კვლევის დაგეგმვა და ადმინისტრირება;
- უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ტრენინგებისა და შესაბამისი პროგრამების საჭიროების კვლევის დაგეგმვა და ადმინისტრირება;
- შრომის ბაზარზე არსებული ვითარების ანალიზი პიროვნებისათვის მთელი სიცოცხლის მანძილზე მისი საგანმანათლებლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით;
- სასერტიფიკატო და სატრენინგო კურსების ორგანიზება;
- უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელება.
თავი III ცენტრის სტრუქტურა, ხელმძღვანელობა და თანამშრომლები
მუხლი 4
- ცენტრი არის უნივერსიტეტის მართვის ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი. ცენტრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
- უნივერსიტეტის საშტატო განრიგით ცენტრისთვის განსაზღვრული თანამდებობებია: ცენტრის დირექტორი, ცენტრის დირექტორის მოადგილე.
- ცენტრის დირექტორის მოადგილეს ცენტრის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
- ცენტრის დირექტორის დროებით არყოფნის (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა, დროებით – 2 დღეზე მეტი ვადით არყოფნა), აგრეთვე ცენტრის დირექტორის დავალების შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ცენტრის დირექტორის მოადგილე.
მუხლი 5
- ცენტრის დირექტორი:
- ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას;
- უნივერსიტეტის სხვა სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად აწარმოებს პერსონალის ტრენინგებისა და შესაბამისი პროგრამების საჭიროების კვლევას და დაგეგმვას;
- აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ასოციაციებთან, კლუბებთან, ფედერაციებთან და სხვა ორგანიზაციებთან მოკლე/გრძელვადიანი სასწავლო, კვალიფიკაციის ამაღლების კურსების, ტრენინგების და ჩატარების შესახებ;
- ახდენს სპორტული მიმართულების სასერთიფიკატო და სატრენინგო კურსების ორგანიზებას;
- ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ შესაბამის დავალებებსა და მითითებებს;
- ახორციელებს დაქვემდებარებული თანამშრომლების წლიურ შეფასებას;
- წარუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წელიწადში ორჯერ და/ან მოთხოვნისამებრ;
- ისმენს შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს დაქვემდებარებული თანამშრომლებისგან წელიწადში ორჯერ;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებით ადასტურებს ცენტრში მომზადებული დოკუმენტებს.
მუხლი 6
- ცენტრის დირექტორის მოადგილე:
- ხელმძღვანელობს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგების/კურსების ჩატარებას. უშუალოდ პასუხისმგებელია აღნიშნული აქტივობების მაღალ ორგანიზაციულ დონეზე ჩატარებაზე;
- ასრულებს კომპეტენცის ფარგლებში ცენტრის დირექტორის დავალებებს;
- კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს ცენტრის საქმიანობის ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესებს და ცენტრის დირექტორს წარუდგენს კვარტალურ ანგარიშს;
- ახდენს ტრენინგების დაგეგმვას და უზრუნველყოფს ჩატარების ორგანიზებას;
- ახორციელებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის ზრდაზე ორიენტირებული ტრენინგების შეთავაზებას;
- ორგანიზებას უწევს უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შიდა გადამზადებების, კვალიფრიკაციის ამაღლებაზე მიმართულ ტრენინგებს;
- ახდენს ტრენინგ ორგანიზაციების მოძიებას და მონაწილეობს ტრენინგის მოდულების შექმნაში;
- ასრულებს ამ დებულებით, შინაგანაწესით, უნივერსიტეტის მართვის ორგანოების და ცენტრის დირექტორის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მოვალეობებსა და ცალკეულ დავალებებს.
თავი I V დასკვნითი დებულებები
მუხლი 7
- დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- დებულება ძალაშია საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან.
- დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების ან/და ცენტრის ლიკვიდაციის შემთხვევაში.