Georgian State
University of Sport

განვითარების გეგმა
მთავარი ჩვენს შესახებ განვითარების გეგმა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2020–2026

უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2020–2026

დოკუმენტი ასახავს უნივერსიტეტის ხედვას, მისიასა და ღირებულებებს, განვითარებისა და საერთაშორისო ინტეგრაციის მიზნებს, ასევე სამოქმედო ნაბიჯებს.

ხედვა და მისია:
უნივერსიტეტი მიზნად ისახავს სპორტული განათლების წამყვან, პრესტიჟულ და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ სასწავლებლად ჩამოყალიბებას. მისი მისიაა სპორტის, ფიზიკური აღზრდის, რეაბილიტაციის, მენეჯმენტის და ფსიქოლოგიის სფეროში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება.

ძირითადი ღირებულებები:
ავტონომიურობა, ეროვნული ღირებულებებისა და ოლიმპიური პრინციპების ერთგულება, აკადემიური თავისუფლება, მუდმივი განვითარება, გამჭვირვალობა, სამართლიანობა და სოციალური პასუხისმგებლობა.

მოკლე ისტორია:
დაარსდა 1935 წელს, დღემდე გამოუშვა 23,000-ზე მეტი სპეციალისტი, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონები. 2013 წლიდან ფუნქციონირებს თანამედროვე სახელწოდებით.

კონტიგენტი:
სტუდენტების რაოდენობა – 1145. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ორი ფაკულტეტზე, მასწავლებლის მომზადების და 60-კრედიტიანი კურსებით. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა დასაქმებულია პროფესიის მიხედვით.

SWOT ანალიზი:

ძლიერი მხარეები: უნიკალური პროფილი საქართველოში, მაღალი დასაქმების მაჩვენებლები, საერთაშორისო პარტნიორობა, მოქნილი სწავლის საფასური.

სუსტი მხარეები: სტუდენტური საერთო საცხოვრებლის არქონა, ინფრასტრუქტურული შეზღუდვები, უცხო ენის დაბალი დონე, შეზღუდული გრანტები.

შესაძლებლობები: საერთაშორისო პროგრამების გაფართოება, ბიზნესთან თანამშრომლობა, ინგლისურენოვანი კურსები.

საფრთხეები: სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, კანონმდებლობის ხშირი ცვლილება, დაფინანსების შემცირება.

სტრატეგიული ამოცანები:
ინსტიტუციური მმართველობის გაძლიერება, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და ინტერნაციონალიზაცია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება, სტუდენტური ცხოვრების განვითარება, პერსონალის პროფესიული ზრდა, ინფრასტრუქტურისა და ფინანსური რესურსების გაუმჯობესება.

ფინანსები:
სწავლის საფასური ფიქსირებულია (2250 ლარი), ძირითადი შემოსავალი – სტუდენტების შენატანები. სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტების წილი დაბალია, რაც ფინანსურ გამოწვევებს ქმნის.

სამოქმედო გეგმა:
დადგენილია 3 და 7 წლიანი გეგმები, კონკრეტული ვადებით, შესრულების ინდიკატორებითა და რისკების შეფასებით, რათა უნივერსიტეტი განვითარდეს როგორც განათლების, ასევე ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით.