საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

აბიტურიენტებისთვის
მთავარი აბიტურიენტებისთვის

საინფორმაციო

რას გთავაზობთ სპორტის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს?

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღოთ ხარისხიანი განათლება და გახდეთ სპორტის სფეროს პროფესიონალი. ჩვენთან დაგხვდებათ საუკეთესო სასწავლო გარემო და მრავალფეროვანი შესაძლებლობები თქვენი პიროვნული და კარიერული ზრდისთვის.

რას გთავაზობთ სპორტის უნივერსიტეტი?

  • მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები: უნივერსიტეტი გთავაზობთ მრავალფეროვან პროგრამებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე, ასევე სპეციალიზაციას სპორტის სხვადასხვა სფეროში.
  • პრაქტიკული გამოცდილება: სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ ღონისძიებებსა და აქტივობებში, რაც მათ რეალურ გამოცდილებას სძენს.
  • ინოვაციური სწავლების მეთოდები: უნივერსიტეტი იყენებს თანამედროვე სასწავლო მოდელებს, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებას.
  • სპორტული ინფრასტრუქტურა: უნივერსიტეტი აღჭურვილია თანამედროვე სპორტული ბაზებით და მრავალფეროვანი აქტივობების ფართო არჩევანით.


რას
უნდა ელოდოთ ჩაბარების შემდეგ?

  • მზრუნველობა და მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი მუდმივად მზადაა, დაგეხმაროთ აკადემიურ და პიროვნულ განვითარებაში.
  • ფიზიკური და მენტალური განვითარება: თქვენ არა მხოლოდ სპორტული განათლების ნაწილი გახდებით, არამედ შეიძენთ ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათ როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში.
  • თანამშრომლობა და კარიერული შესაძლებლობები: უნივერსიტეტი თანამშრომლობს სპორტული და აკადემიური სამყაროს ლიდერებთან, რაც სტუდენტებს კარიერული ზრდის შესაძლებლობებს უქმნის.


ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი თქვენი პირველი არჩევანი იყოს. ჩვენ აქ გთავაზობთ სწავლას ნამდვილი პროფესიონალებისგან, ინოვაციურ მიდგომებს და წარმატებისთვის საჭირო ყველა რესურსს.

მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი უნივერსიტეტის ნაწილი გახდებით.

მიღება

როგორ ხდება ჩაბარება სპორტის უნივერსიტეტში?

სპორტის უნივერსიტეტში ჩაბარება რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ქვემოთ მოცემულია პროცესის სრული მიმოხილვა, რაც აბიტურიენტებს დაეხმარება, სათანადოდ მოემზადონ და საჭირო პროცედურები მარტივად გაიარონ.

ჩაბარების ეტაპები

  1. აბიტურიენტის  ჩაბარების პროცესი რეგისტრაციით იწყება. აბიტურიენტებმა უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი და მოამზადონ საჭირო დოკუმენტები. რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ:
    • პასპორტი ან პირადობის მოწმობა.
    • სხვა დოკუმენტები, რომლებიც კონკრეტული პროგრამით განისაზღვრება (იხ. უნივერსიტეტის ვებგვერდი).
  1. გამოცდები და შერჩევის პროცედურა უნივერსიტეტი ატარებს როგორც თეორიულ, ისე შიდა სპორტულ ტურს. პროგრამის მიხედვით, აბიტურიენტები აბარებენ ტესტებს ან გადიან გასაუბრებას, რაც მათ ცოდნასა და მზადყოფნას ამოწმებს.
    • შიდა სპორტული ტური სავალდებულოა ისეთ პროგრამებზე, სადაც ფიზიკური მომზადება კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტია. ტესტები შეიძლება მოიცავდეს ძალის, გამძლეობისა და სისწრაფის შემოწმებას.
  2. მიღების შედეგების გამოცხადება გამოცდების წარმატებით გავლის შემთხვევაში, აბიტურიენტი მიიღებს ოფიციალურ პასუხს ჩარიცხვის შესახებ.
    • მიღება: წარმატების შემთხვევაში, აბიტურიენტი იღებს სტუდენტის სტატუსს და ირჩევს სასურველ სპეციალობას.
    • არაღიარება: თუ აბიტურიენტი ვერ გადალახავს გამოცდებს, მას შეიძლება სხვა პროგრამები შეეთავაზოს ან დამატებითი მომზადება დასჭირდეს.
  3. დოკუმენტების წარდგენა მიღების შემდეგ, სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ სასწავლო და პირადი დოკუმენტები და გაიარონ ადმინისტრაციული რეგისტრაცია უნივერსიტეტში.
  4. სწავლის საფასური და გადახდის პირობები რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, სტუდენტებმა სწავლის საფასური უნდა გადაიხადონ. გადახდა შესაძლებელია როგორც უნაღდო ანგარიშსწორებით, ისე სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით.


რას უნდა ელოდოს აბიტურიენტი?

  • მაღალი ხარისხის განათლება: თქვენ მიიღებთ ხარისხიან განათლებას სერტიფიცირებული პედაგოგებისგან, პრაქტიკულ ცოდნასა და კარიერულ შესაძლებლობებს.
  • აქტიური სტუდენტური ცხოვრება: გექნებათ საშუალება, ჩაერთოთ სპორტულ და კულტურულ აქტივობებში, რაც პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
  • მხარდაჭერა: ყველა აბიტურიენტი მიიღებს ინდივიდუალურ დახმარებას და საჭირო მასალებს, რათა ჩაბარების ყველა ეტაპი წარმატებით გაიაროს.


ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ თქვენს პროფესიულ განვითარებაში და წარმატებაში!

შიდა სპორტული ტური

როგორ ხდება შიდა სპორტული ტურის ჩაბარება სპორტის უნივერსიტეტში:

  1. შიდა სპორტული ტური – რა არის ეს?
    შიდა სპორტული ტური წარმოადგენს გამოცდას, რომელიც აუცილებელია სპორტის უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის. ეს ტური შედგება სამი სპორტული ნორმატივისგან რომლებიც ეხმარება უნივერსიტეტს შეფასოს, რამდენად მზად არის აბიტურიენტი სპორტული პროგრამისთვის. გამოცდა მოიცავს ფიზიკურ აქტივობებს, რომლებიც სტუდენტების ფიზიკურ შესაძლებლობებს და გამძლეობას ამოწმებს.
  2. როგორ ტარდება შიდა სპორტული ტური?
    ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის შემდეგ ის აბიტურიენტები, რომლებიც აბარებენ მწვრთნელი და ფიტნესის სპეციალობებზე გადიან რეგისტრაციას სპორტის უნივერსიტეტში და შემდეგ გადიან სპორტულ ტურზე სადაც აბარებენ სამ სპორტულ ნორმატივს(დაწვრილებით გეცნობებათ რეგისტაციის ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდი)
  3. მაქსიმალური და მინიმალური ქულები:
    თითო ნორმატივის მაქსიმალური შეფასებაა 25 ქულა, მინიმალური 1 ქულა. სამივე ნორმატივში ქულების მაქსიმალური რაოდენობა არის 75 ქულა, მინიმალური 3 ქულა.
    • ფიზიკური არზრდისა და სპორტის (მწვრთნელის) და ფიტნესი და ჯანმრთელობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სპორტული ტურის ნორმატივები საერთო ფიზიკურ მომზადებაში მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
      • რბენა 100 მ-ზე (გოგონები და ვაჟები)
      • ადგილიდან სიგრძეზე ხტომა (გოგონები და ვაჟები)
      • ღერძზე მიზიდვა (ვაჟები)
      • მკლავების მოხრა-გაშლა ტანვარჯიშულ სკამზე (გოგონები)
    • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  მისაღები სპორტული ტურის ნორმატივები საერთო ფიზიკურ მომზადებაში“), მოიცავს შემდეგ აქტივობებს
      • რბენა 30 მ-ზე (ქალები და კაცები)
      • ადგილიდან სიგრძეზე ხტომა (ქალები და კაცები)
      • მკლავების მოხრა- გაშლა ტანვარჯიშულ სკამზე (ქალები და კაცე
  4. რა ხდება, თუ აბიტურიენტი ვერ გადის გამოცდაზე?
    იმ სასწავლო წლისათვის ის კარგავს უფლებას გახდეს სტუდენტი და უნდა მოემზადოს მომდევნო წლის გამოცდებისათვის.
  5. რას უნდა ელოდოს აბიტურიენტი:
    შიდა ტურის ჩაბარების შემდეგ აბიტურიენტი გადის ეროვნულ გამოცდებზე და წარმტებითჩაბარების შემდეგ დაელოდოს გამოცდების ეროვნული ცენტრი მიერ  უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების სიას.
  6. როგორ უნდა მოემზადოთ:
    სპორტული ტურის ნორმატივები განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და გამოცდების დაწყებამდე 2-3 თვით ადრე უნდა ივარჯიშოთ იქ აღნიშნულ ნორმატივებში და პარალელურად იმეცადინოთ იმ საგნებში რომლების ჩაბარებაც მოგიწევთ ეროვნულ გამოცდებზე.

რას გთავაზობთ?

რას გთავაზობთ სპორტის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს?

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღოთ ხარისხიანი განათლება და გახდეთ სპორტის სფეროს პროფესიონალი. ჩვენთან დაგხვდებათ საუკეთესო სასწავლო გარემო და მრავალფეროვანი შესაძლებლობები თქვენი პიროვნული და კარიერული ზრდისთვის.

ჩვენი უპირატესობები:

  1. ხარისხიანი განათლება:
    ჩვენი პროგრამები აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება.
  2. მრავალფეროვანი საბალალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
    • უნივერსიტეტი გთავაზობთ პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის:
      • ფიზიკური კულტურა და სპორტი(მწვრთნელი)
      • სპორტული მედიცინა და რეაბილიტაცია
      • სპორტის მენეჯმენტი
      • ფიტნესი და ჯანმრთელობა
  3. თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა:
    სტუდენტებს აქვთ წვდომა თანამედროვე სპორტულ მოედნებზე, დარბაზებსა და სხვა რესურსებზე, რაც მათ სრულფასოვან სასწავლო და საწვრთნელ პროცესს უზრუნველყოფს.
  4. პრაქტიკული გამოცდილება:
    განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ პრაქტიკულ სწავლებას. ჩვენი სტუდენტები გამოცდილებას იღებენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში, სტაჟირებებსა და პროფესიულ აქტივობებში, რაც მათ კარიერულ განვითარებას უწყობს ხელს.
  5. კარიერული განვითარების მხარდაჭერა:
    გთავაზობთ კარიერულ კონსულტაციებსა და ტრენინგებს, რომლებიც სტუდენტებს კარიერის დაწყებაში ეხმარება. ჩვენ ასევე ვეხმარებით მათ სამუშაოს მოძიებაში და სპორტულ ორგანიზაციებთან კავშირების დამყარებაში.
  6. კულტურული და სპორტული აქტივობები:
    უნივერსიტეტში რეგულარულად ტარდება საინტერესო კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ასევე აქტიურად ფუნქციონირებს სხვადასხვა კლუბი. ეს ყველაფერი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გააფართოონ საკუთარი ინტერესების სფერო და საინტერესო დრო გაატარონ.
  7. საერთაშორისო ურთიერთობები:
    ჩვენი უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებსა და გაცვლით პროგრამებში.
  8. მეგობრული გარემო:
    ჩვენთან განათლების მიღების გარდა, შეძლებთ, შექმნათ ახალი მეგობრული კავშირები და თავისუფლად იგრძნოთ თავი. ჩვენ ვზრუნავთ, რომ სტუდენტებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ და განვითარდნენ.
  1.  

დაგვიკავშირდით და ერთად დავგეგმოთ თქვენი წარმატებული მომავალი!

ხშირად დასმული კითხვები

რა არის საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი და რით განსხვავდება ის სხვა უნივერსიტეტებისგან?

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქვეყანაში, რომელიც ამზადებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სპეციალისტებს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, ფიტნესის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და  სპორტული მენეჯმენტის მიმართულებით.

უნივერსიტეტი გამოირჩევა მაღალკვალიფიციური აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალით, მრავალფეროვანი სპორტული ინფრასტრუქტურითა და პროფესიონალებით, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები როგორც სასწავლო-სამეცნიერო, ისე სპორტულ-პედაგოგიურ საქმიანობაში.

საბაკალავრო პროგრამებია:

  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი)
  • ბიზნესის ადმინისტრირებასპორტის მენეჯმენტი
  • ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
  • ფიტნესი და ჯანმრთელობა

საბაკალავრო პროგრამებზე ჩასაბარებლად აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. კონკრეტული საგნები და მინიმალური ქულები პროგრამის მიხედვით განისაზღვრება:

  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი): ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა. სახელმწიფო გრანტის მოსაპოვებლად სავალდებულოა დამატებითი საგნის – ისტორიის ან მათემატიკის ჩაბარება. ამ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია შიდა სპორტული ტურის გავლა.
  • ბიზნესის ადმინისტრირებასპორტის მენეჯმენტი: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, მათემატიკა ან ისტორია.
  • ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ბიოლოგია და ქიმია ან ფიზიკა.
  • ფიტნესი და ჯანმრთელობა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ბიოლოგია. ამ პროგრამაზე ჩასაბარებლად აუცილებელია შიდა სპორტული ტურის გავლა.

შიდა სპორტული ტური არის სავალდებულო ფიზიკური ტესტირება, რომელიც ტარდება ეროვნულ გამოცდებამდე, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტადიონზე. გამოცდის მიზანია აბიტურიენტის საწყისი ფიზიკური მზადყოფნის შეფასება.

გამოცდა მოიცავს სამ ნორმატიულ დისციპლინას:

  • სირბილი 100 მეტრზე
  • ადგილიდან სიგრძეზე ხტომა
  • ღერძზე აზიდვები (ბიჭებისთვის)
  • სკამიდან ხელების მოხრა-გაშლა (გოგონებისთვის)

სპორტული ტურის ჩაბარება სავალდებულოა მხოლოდ ორ პროგრამაზე:

  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი);
  • ფიტნესი და ჯანმრთელობა.

შიდა სპორტული გამოცდისთვის რეგისტრაცია გაზაფხულზე იწყება და დაახლოებით ორი თვის განმავლობაში გრძელდება. ზუსტი თარიღები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია წინასწარ ქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და საინფორმაციო არხებში.

რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ ადგილზე, მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №76ბ. რეგისტრაციის გარეშე აბიტურიენტს არ ეძლევა უფლება მიიღოს მონაწილეობა შიდა სპორტულ ტურში. რეგისტრაცია უნდა გაიაროს აბიტურიენტმა ან მისმა მინდობილმა პირმა. თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, რეგისტრაციის პროცესს აუცილებლად უნდა ესწრებოდეს მისი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

სპორტულ ტურზე მონაწილეობის საფასური 50 ლარია.

სამაგისტრო პროგრამებია:

  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი)
  • ბიზნესის ადმინისტრირებასპორტის მენეჯმენტი
  • ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია

სამაგისტრო პროგრამებზე ჩასაბარებლად აუცილებელია საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება და უნივერსიტეტის შიდა კონკურსის წარმატებით გავლა.

დიახ, საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრები, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ  თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში გახდებიან ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ ბრინჯაოსმედალოსნები;

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრები, რომლებიც გახდებიან მსოფლიოს ანდა ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის, პარასპორტის სახეობებში) ოქროსმედალოსნები, ვერცხლისმედალოსნები ან ბრინჯაოსმედალოსნები;

სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ის წევრები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში ან მსოფლიოს ანდა ევროპის ჩემპიონატის (მათ შორის, პარასპორტის სახეობებში) ფინალურ ტურნირში ან/და მოიპოვებენ მითითებულ შეჯიბრებებში (ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშები ან მსოფლიოს ანდა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი) მონაწილეობის უფლებას.

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ხართ ან კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის კატეგორიაში შედიხართ (მაგალითად, უკვე დასრულებული გაქვთ ბაკალავრიატი და სხვა პროგრამაზე გსურთ ჩარიცხვა). ასეთ შემთხვევებში მოქმედებს სპეციალური ჩარიცხვის პროცედურა.

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისში მდებარეობს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი განთავსებულია ე. ნინოშვილის №55-ში, ხოლო მწვრთნელთა ფაკულტეტი — ვაჟა-ფშაველას გამზირის №76ბ-ში.

სპორტის უნივერსიტეტი   სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის გაცვლით პროგრამებს, დეტალური ინფორმაციისთვის უნდა დაუკავშირდეთ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.  გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა შესაძლებელია მეორე კურსიდან.

სწავლის საფასური პროგრამისა და საფეხურის მიხედვით არ განსხვავდება:

  • საბაკალავრო, სამაგისტრო და ქართულ ენაში მომზადების პროგრამების წლიური გადასახადი შეადგენს 2250 ლარს.
  • ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის მომზადების პროგრამის საფასურს მთლიანად ფარავს სახელმწიფო.  

სწავლება საბაკალავრო პროგრამებზე 4 წილი. სამაგისტროზე კი — 2 წელი. სწავლება ქართულ ენაზეა.

კურსდამთავრებულები მუშაობენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებში: მწვრთნელად ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლებში, სპორტულ კლუბებში, სხვადასხვა ასაკის ნაკრებ გუნდებში, მეთოდისტად  სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციებში, გამაჯანსაღებელ და ფიტნეს კლუბებში, რეაბილიტაციის ცენტრებში, სპორტული დისპანსერებში და ტურიზმის სფეროში.

სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტის მიერ გაცემულ დიპლომი აღიარებულია მსოფლიოში.ბოლონიის პროცესში ჩართულია ევროპის 49 ქვეყანა. საქართველო აღნიშნულ პროცესს შეუერთდა 2005 წლის მაისში. 2007 წლის 14 მაისიდან საქართველოსთვის ძალაში შევიდა ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენცია, აღნიშნული თარიღიდან, ჰააგის კონვენციის წევრ სახელმწიფოების ტერიტორიაზე გამოსაყენებელი დოკუმენტები საქართველოს ოფიციალური ორგანოების მიერ მოწმდება სპეციალური შტამპით – აპოსტილით.

დიახ, შესაძლებელია. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა და მობილობა თითოეული ქვეყნის კანონმდებლობით ინდივიდუალურად რეგულირდება. შესაბამისად, სწავლის გაგრძელებისა და სტუდენტთა მობილობის წინაპირობები ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა შეიძლება იყოს.

საქართველოში გაცემული დოკუმენტი სხვა ქვეყანაში გამოყენების მიზნით საჭიროებს დიპლომის ნამდვილობის დადასტურებას, ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას.

მოქალაქემ დიპლომის ნამდვილობის დასადასტურებლად უნდა მიმართოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ლინკი), ხოლო ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმებისთვის უნდა მიმართოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს.