საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

დავით დუგლაძე
საკონტაქტო

დავით დუგლაძე

განათლება

2010 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 2014 წელს მიიღო ტურიზმის მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ტურიზმის ადმინისტრირების მიმართულებით.|
2014-2016 წლებში გააგრძელა სწავლა იმავე უნივერსიტეტში და მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.
2016-2019 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა დოქტორის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტზე.

სამუშაო გამოცდილება

2017-2021 წლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მიწვეული სპეციალისტის სტატუსით კითხულობდა ლექციებს.
2014 წლის დეკემბრიდან 2018 წლის მარტამდე მუშაობდა წამყვან სპეციალისტად ნაძალადევის გამგეობაში.
2014 წლის აპრილიდან ივნისამდე სტაჟირებას გადიოდა კომპანიაში შპს “სუფთა სამყარო”, ხოლო 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის თებერვლამდე იყო ფოტორეპორტიორი შპს „ლორდ სნეილ“-ში.
2021 წლიდან მუშაობს ასოცირებულ პროფესორად საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2024 წლიდან მუშაობს გარემოს დაცვითი პროგრამების განყოფილების უფროსის მოადგილედ კომპანიაში RMG GOLD, ხოლო 2018 წლიდან 2024 წლამდე ამავე კომპანიაში იკავებდა მთავარი სპეციალისტის პოზიციას.