საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

დავით ობოლაძე
საკონტაქტო

დავით ობოლაძე

განათლება

დავით ობოლაძემ 2019 წელს მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მისი სადისერტაციო ნაშრომი შეეხებოდა შედეგზე ორიენტირებული საბიუჯეტო სისტემის ოპტიმიზაციას საქართველოში.

სამუშაო გამოცდილება

1995 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სპეციალისტ-ეკონომისტის პოზიციაზე.
1998-2001 წლებში თანამშრომლობდა USAID-ის ფისკალურ პროექტთან (Barents Group), როგორც საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მრჩეველი.
2000-2005 წლებში იყო ექსპერტ-ანალიტიკოსი და იურისტ-კონსულტანტი სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში (GEGI, SIBLY, GESI), რომლებიც USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
2001-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხარჯების განყოფილებაში წამყვან სპეციალისტად. 2001-2014 წლებში იმავე ოფისში მუშაობდა მთავარ სპეციალისტად.
2004-2009 წლებში მონაწილეობდა კონტროლის პალატის საქმიანობის შემმოწმებელი დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობაში წამყვანი სპეციალისტის სტატუსით.
2014-2017 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მთავარი სპეციალისტი და პერიოდულად ასრულებდა ოფისის უფროსის მოვალეობას. ამავე პერიოდში (2014-2020) მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევების ინსტიტუტში მკვლევარად.
2017 წლიდან დღემდე არის საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის მთავარი სპეციალისტი.
2018 წლიდან, მუშაობს ასოცირებულ პროფესორად საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2022 წლიდან არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
2019-2022 წლებში ასწავლიდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ასოცირებულ პროფესორად.
2020-2024 წლებში ხელმძღვანელობდა სპორტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამას.

დამატებითი ინფორმაცია

დავით ობოლაძე 2021 წლიდან არის უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის (უსმა) პრეზიდიუმის წევრი. ამავე წლიდან ხელმძღვანელობს სპორტის ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევების არარეგისტრირებულ კავშირს, რომლის დამფუძნებელიც თავად არის.
მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება საქართველოს პარლამენტში, განსაკუთრებით ფინანსურ, ეკონომიკურ და სპორტულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ კომიტეტებში. გამოირჩევა როგორც კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო პროცესების მხარდაჭერის, ასევე ანალიტიკური საქმიანობისა და ორგანიზაციული მენეჯმენტის უნარებით.
არის არაერთი საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი და მონაწილეობდა საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და მართვაში.
მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობას, მიკრო და მაკროეკონომიკურ ანალიზს, ეკონომიკურ და სამართლებრივ ექსპერტიზას, სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანობას, ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს და სპორტის ეკონომიკის განვითარებას.