1976-1982 წლების განმავლობაში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში, სადაც მიიღო აგრონომიის ფაკულტეტის მცენარეთა დაცვის სპეციალობა.
1984-1988 წლებში სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის ზოოლოგიურ ინსტიტუტში, ასპირანტურაში, უხერხემლო ცხოველთა სისტემატიკის მიმართულებით.
2004-2006 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტურაში, ბიოქიმია-ბიოტექნოლოგიის მიმართულებით.
1982-1984 წლებში მუშაობდა ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში აგროუბნის უფროსად.
1988-1992 წლებში მუშაობდა ბიოლოგიის მასწავლებლად N103 პროფტექნიკურ სასწავლებელში.
1989-1991 წლებში იყო ქიმია-ბიოლოგიისა და შრომითი სწავლების ინსპექტორი ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილებაში.
1990-1993 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ეკოლოგიურ ლაბორატორიას.
1991-1996 წლებში იყო მასწავლებელთა დახელოვნების ზუგდიდის ზონალური ინსტიტუტის მეთოდკაბინეტის გამგე.
1991-1999 წლებში მუშაობდა ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში ბიოლოგიისა და ბიოსამედიცინო ფაკულტეტის დეკანად და პარალელურად ასრულებდა დოცენტის მოვალეობას.
1996-1999 წლებში მუშაობდა მასწავლებელთა დახელოვნების ზუგდიდის ზონალური ინსტიტუტის დირექტორად.
1999-2007 წლებში იყო საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ზუგდიდის ფილიალის დირექტორი და პროფესორი.
2007-2011 წლებში იყო სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის დირექტორი და ასრულებდა პროფესორის საქმიანობას.
2009-2011 წლებში ხელმძღვანელობდა შპს ტურიზმისა და სპორტის უნივერსიტეტს როგორც დირექტორი და ასრულებდა პროფესორის ფუნქციებს.
2011-2014 წლებში იყო საზოგადოებრივი კოლეჯი „გამას“ დირექტორი.
2013 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესორად.
2014-2023 წლებში იყო იგივე უნივერსიტეტში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი და ასრულებდა პროფესორის ფუნქციას.
1988 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „საქართველოს ფოთოლხვევიები“ და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
2006 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ფოთოლხვევიების მავნე შტამებთან ბრძოლის ეფექტურობის ამაღლების ბიოტექნოლოგიური გზები“ და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი.
აქვს შემდეგი კურსების წაკითხვის გამოცდილება: ხერხემლიანთა ზოოლოგია (თსუ მოწვეული ლექტორი), უხერხემლოთა ზოოლოგია (თსუ მოწვეული ლექტორი), სამედიცინო ბიოლოგია, ბიოეთიკა, ზოგადი ბიოლოგია, ეკოლოგია და გარემოს დაცვა (აფილირების მიხედვით).
გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ავტორია ან თანაავტორი 8 წიგნის, 12 წიგნის რედაქტორი და 8 წიგნის რეცენზენტი.
არის საერთაშორისო პედაგოგიური აკადემიის საპატიო წევრი და 2009 წლიდან საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.
1984 წლიდან დღემდე მონაწილეობს სამეცნიერო ექსპედიციებში, მათ შორის 1985-1986 წლებში დასავლეთ ციმბირის ტაიგაში, ბაიკალის ტბის სანაპიროებზე და კრასნოიარსკის მხარეში, ასევე 1984-1999 წლებში საქართველოში ჩატარებულ მრავალწლიან ზოოლოგიურ ექსპედიციებში. 1996 წლიდან დღემდე ყოველწლიურად მონაწილეობს მოკლევადიან ექსპედიციებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ბოლო წლებში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, მათ შორის: 2022 და 2023 წლებში ჩატარებულ „ჯანმრთელობა და სპორტი“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე თბილისში, როგორც მომხსენებელი; 2024 წლის დეკემბერში თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „გეოპოლიტიკა, ბუნერბისმეტყველება, ჯანმრთელობა და სპორტი“, როგორც მომხსენებელი.