2002 წელს დაამთავრა ბაკალავრიატი ორგანულ ნივთიერებათა და ნავთობპროდუქტების ქიმიური ტექნოლოგიის დეპარტამენტში.
2004 წელს მიიღო მაგისტრის აკადემიური ხარისხი ქიმიისა და ბიოლოგიის ფაკულტეტზე, ორგანული ქიმიის კათედრაზე, წარჩინებით.
2005-2006 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი ქიმიისა და ბიოლოგიის ფაკულტეტზე, ორგანული ქიმიის კათედრაზე.
2007-2012 წლებში სწავლობდა დოქტორანტურაში ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე, ორგანული ქიმიის მიმართულებით.
2012 წელს უმაღლესი შეფასებით დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ქიმიის დოქტორის აკადემიური ხარისხი (PhD in Chemistry).
2014 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორად, სადაც მოღვაწეობს უნივერსიტეტში არსებული ყველა სახის ქიმიურ დისციპლინებში (ზოგადი და სამედიცინო ქიმია, ბიოქიმია და სპორტის და ვარჯიშების ბიოქიმია).
2004 წლიდან დღემდე აქტიურად მუშაობს სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში და ამჟამად არის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტში.
ირაკლი ჩაგანავას ნაშრომები წარმოდგენილია სამეცნიერო სტატიებად. მათგან 29 პუბლიკაცია გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეცენზირებად გამომცემლობაში, რომლებიც ირიცხებიან Scopus-ში და გააჩნიათ შესაბამისი იმპაქტ-ფაქტორი. ქიმიის დარგში მისი სამეცნიერო კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ორგანული ნივთიერებებისა და ბიოპოლიმერების საფუძველზე მოწინავე/მაღალტექნოლოგიური მასალების მიღებაზე, კვლევაზე და გაუმჯობესებაზე.
აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და ჯგუფურად მოპოვებული გრანტების შესრულებაში (8 გრანტი საქართველოს და უცხოური დონორებისაგან), ასევე მოპოვებული აქვს ინდივიდუალური გრანტები (7 – ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან და ევროპული დონორებისაგან).
ქიმიის მიმართულებით გავლილი აქვს სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირება წამყვან სამეცნიერო ცენტრებში ესპანეთსა (სარაგოსას უნივერსიტეტი, 2014) და აშშ-ში (კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2017).
2023 წელს არაგონის ნანომეცნიერებისა და მასალების ინსტიტუტში (ესპანეთი) კოლეგებთან კოლაბორაციით განახორციელა პროექტი, რომლის შედეგად მიღებული იქნა ახალი ანიზოტროპული პოლიმერული მასალები.
შრომები რეგულარულად ქვეყნდება მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმში (ამჟამად 31 მოხსენება).