საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჯემალ ძაგანია
საკონტაქტო

ჯემალ ძაგანია

განათლება

1959-1964 წლები სწავლობდა საქართველოს ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, პედაგოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის პროგრამაზე.
1976-1987 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხით.
1983-1986 წლებში სწავლობდა ფიზიკური კულტურის საკავშირო ინსტიტუტის (მოსკოვი) ასპირანტურაში.
1987 წელს მიენიჭა პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (კიევი).
1999 წელს დაიცვა დისერტაცია და გახდა პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (თბილისი).
1984 წლიდან დოცენტის აკადემიური წოდება.
1992 წლიდან პროფესორის აკადემიური წოდება.

სამუშაო გამოცდილება

1966-1980 წლებში მუშაობდა საქართველოს ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად.
1980-1992 წლებში იმავე ინსტიტუტში იყო პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი.
1992-2005 წლებში საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში იყო პრორექტორი სამეცნიერო დარგში.
2005-2007 წლებში იმავე აკადემიაში ხელმძღვანელობდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
2007-2008 წლებში მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული პროფესორის პოზიციაზე.
2008-2012 წლებში იყო უნივერსიტეტი გეომედის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
2013-2014 წლებში საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იყო რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
2015-2024 წლებში ამავე უნივერსიტეტში მუშაობდა რექტორის პოზიციაზე.
2024 წლიდან დღემდე არის ვიცე-რექტორი საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დამატებითი ინფორმაცია

2023 წელს მიენიჭა ევროპის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ტულინის პრემია ფიზიკური აღზრდისა და სპორტული მეცნიერებების განვითარების დარგში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
2018-2023 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.
2024 წლიდან არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო წევრი.
2016 წელს დაჯილდოებულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენით.
2016 წელს მიენიჭა საქართველოს სპორტის რაინდის წოდება.
2001 წელს გახდა ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი.
2001 წელს დაინიშნა საქართველოს ოლიმპიური აკადემიის პრორექტორად.
2001 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი.
2001-2003 წლებში იყო საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
1984 წლიდან არის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ხელბურთში.
1979 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება ხელბურთში.
1975-2023 წლებში იყო საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი.