ლალი ახალაძემ დაამთავარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტზე, სპეციალობით ბიოლოგია.
სტუდენტობის პერიოდში იყო საქართველოს მწვანეთა საზოგადოების აფხაზეთის განყოფილების აქტიური წევრი და მონაწილეობდა მწვანეთა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში.
1995 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი ბიოლოგიის სპეციალობით და მიენიჭა ბიოლოგის, ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებლის კვალიფიკაცია.
2003-2006 წლებში სწავლობდა ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურის დასწრებულ განყოფილებაზე, სპეციალობით ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგია, პროფესორ მიხეილ ხანანაშვილის ხელმძღვანელობით.
2004 წელს წარჩინებით დაამთავრა ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო კოლეჯი საერთო მედდის სპეციალობით.
2008 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ნორმალური ფიზიოლოგიის სპეციალობით და მიენიჭა ბიოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხი (PhD).
1995 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო კოლეჯში ნორმალური ანატომიისა და ფიზიოლოგიის მასწავლებლად.
1999-2008 წლებში იყო ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ნორმალური ანატომიის კათედრის პედაგოგი.
2002-2005 წლებში იმავე უნივერსიტეტში მუშაობდა ბოლონიის დეკლარაციის ჯგუფის ხელმძღვანელად და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად.
2005-2007 წლებში ასრულებდა ასისტენტ-პროფესორის მოვალეობას თბილისის საერო უნივერსიტეტ „მეტეხში“, ადამიანის ნორმალური ანატომიისა და ფიზიოლოგიის კათედრაზე.
2012 წლიდან დღემდე არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი.
2014 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე.
ლალი ახალაძე არის აქტიური მკვლევარი, რომლის ინტერესის სფერო მოიცავს ფსიქოგენური სტრესის გავლენას ქცევით რეაქციებზე, მეტაბოლიზმზე და ადაპტაციურ მაჩვენებლებზე. ასევე იკვლევს სტრესისა და შფოთვის ფორმებს ადრეულ, სკოლამდელ და სასკოლო ასაკში, ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებებს, სწავლების მეთოდებისა და ჩართულობის პრობლემებს. მონაწილეობს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ საგრანტო პროექტებში, საერთაშორისო და რესპუბლიკური მასშტაბის სამეცნიერო კონგრესებსა და ფორუმებში. არის ავტორი დაახლოებით 45 სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის ორი მონოგრაფიის.