1985 წელს დაამთავრა საქართველოს ოლიტექნიკური ინსტიტუტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობაზე.
1991 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის აკადემია.
1977-1990 წლებში თამაშობდა თბილისის “ლოკომოტივში” (რაგბი), გახდა საბჭოთა კავშირის ბრინჯაოს პრიზიორი (1978, 1981), თასის მფლობელი (1978), ახალგაზრდებს შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1980), იყო საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, ასევე იყო საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრი (1978) და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების წევრი (1981).
1991-1997 წლებში ასწავლიდა საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის აკადემიაში რაგბის სპეციალობით.
1996-2000 წლებში იყო თავდაცვის სამინისტროს რაგბის კლუბ “არმიის” მთავარი მწვრთნელი, ამავდროულად ხელმძღვანელობდა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს U-19-ში, მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გახდა მსოფლიოს პრიზიორი, ასევე მსოფლიოს ჩემპიონი (1998, ტულუზა, საფრანგეთი, B ჯგუფი).
2001 წელს იყო ბათუმის “დათვების” მთავარი მწვრთნელი, გახდა ვერცხლის პრიზიორი და საქართველოს თასის მფლობელი.
2002 წელს კვლავ ხელმძღვანელობდა ბათუმის “დათვებს”, მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა და თასი, იყო აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ევროპას რეგიონთა პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი, დასახელდა აჭარის საუკეთესო მწვრთნელად.
2003 წელს დასახელდა საუკეთესო მსაჯად რაგბიში.
2004 წელს იყო ბათუმის “დათვების” მთავარი მწვრთნელი და დაიკავა მესამე ადგილი საქართველოს ჩემპიონატში.
2005 წელს იყო საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი U-20-ში, გახდა ევროპის ჩემპიონი (ვალიადოლიდი, ესპანეთი), დასახელდა საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად და მიენიჭა ღირსების მედალი.
2006 წელს ჩაუდგა ჩეხეთის ჭაბუკთა ნაკრებს სათავეში U-20-ში, გახდა ევროპის ჩემპიონი C ჯგუფში (პრაღა, ჩეხეთი).
2006-2008 წლებში ხელმძღვანელობდა ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს.
2008 წელს იყო ჩეხური კლუბ “სპარტას” მთავარი მწვრთნელი და დაიკავა მესამე ადგილი ჩეხეთის პირველობაზე.
2009 წელს იყო “ბათუმი-15-ის” მთავარი მწვრთნელი და მოიპოვა ვერცხლის პრიზი საქართველოს ჩემპიონატზე.
2010 წელს ხელმძღვანელობდა საქართველოს U-18 ნაკრებს, რომელმაც ევროპის პირველობაზე (ვენეცია, იტალია) მესამე ადგილი დაიკავა, იმავე წელს იყო “ყოჩების” მთავარი მწვრთნელი, მოიპოვა მესამე ადგილი ეროვნულ ჩემპიონატში, გახდა რაგბი 7-ის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირ “შავი ზღვის თასის” გამარჯვებული.
2011 წელს კვლავ წვრთნიდა U-18 ნაკრებს, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა ევროპის პირველობაზე (ტარბი, საფრანგეთი), ასევე ხელმძღვანელობდა “ყოჩებს”, რომლებიც გავიდნენ საქართველოს თასის ფინალში.
2012-2013 წლებში იყო კლუბ “ბათუმის” მთავარი მწვრთნელი, მესამე ადგილი რაგბი 7-ში.
2014 წელს მუშაობდა პოლონურ კლუბ “ბუდოვლანში” (ლოძი) მწვრთნელის ასისტენტად და გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.
2015 წელს ხელმძღვანელობდა რუსთავის “ხარებს”, გუნდი დაიკავა მეხუთე ადგილი უმაღლეს ლიგაში და გახდა რაგბი 7-ის ჩემპიონი.
2016 წელს წვრთნიდა რუსთავის “ხარების” დუბლშემადგენლობას, გუნდი გახდა საქართველოს ჩემპიონი.
2016-2017 წლებში არჩეული იყო ასისტენტ პროფესორად საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, რაგბის სპეციალობით.
2018 წელს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განკარგულებით დაინიშნა სპორტ-თამაშების კათედრის გამგედ.
2019 წელს არჩეული იყო უნივერსიტეტის წამომადგენლობითი საბჭოს წევრად
2020 წელს მონაწილეობდა საუნივერსიტეტო კონფერენციაში თემით – ქართული რაგბის პრობლემები
2021 წელს ხელმძღვანელობდა რაგბის კლუბ “სპორტუნს”.
2022 წელს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განკარგულების საფუძველზე კვლავ დაინიშნა სპორტ-თამაშების კათედრის გამგედ.
1999 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება რაგბში.