საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

მაია ჩხარტიშვილი
მთავარი აკადემიური პერსონალი მაია ჩხარტიშვილი
საკონტაქტო

მაია ჩხარტიშვილი

განათლება

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1984 წ. მიენიჭა ექიმ-თერაპევტის კვალიფიკაცია.
2002 წ. დაიცვა დისერტაცია (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში) და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (2004წლიდან გათანაბრდა მედიცინის აკადემიური დოქტორის წოდებასთან).

სამუშაო გამოცდილება

1983-1984 წლებში გაიარა ინტერნატურა რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ქალაქ თბილისის 26-ე პოლიკლინიკაში.
1989-1995 წლებში მუშაობდა ექიმ-თერაპევტად ქალაქ თბილისის სასწრაფო დახმარების №3 ფილიალში.
1992-2001 წლებში იკავებდა უფროსი მასწავლებლის პოზიციას საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის სპორტული მედიცინის კათედრაზე.
2002-2007 წლებში იყო საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის მედიკო-ბიოლოგიური მიმართულების ასოცირებული პროფესორი.
2007-2011 წლებში ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტში.
2014 წლიდან დღემდე არის საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

დამატებითი ინფორმაცია

გამოქვეყნებული აქვს 31 სამეცნიერო ნაშრომი.
2004-2017 წ. სპორტული მედიცინის ასოციაციის წევრი.
2007 წ. საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ჯილდო “საქართველოში სპორტული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის”.
2008 წ. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ჯილდო “საქართველოში სპორტული მედიცინის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის”.