მაია კერკენჯიამ 1985 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, ტოქსიკოლოგიის სპეციალობით (სასამართლო მედიცინა).
2006 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი.
1985-1986 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მე-5 კლინიკური საავადმყოფოს (მიხაილოვი) ტოქსიკოლოგიური ცენტრის ექიმ-ორდინატორად.
1988-1990 წლებში – ქ. მოსკოვის სკლიფასოვსკის სახელობის სასწრაფო დახმარების ინსტიტუტში, ტოქსიკოლოგიური განყოფილების ექიმად.
1991-2000 წლებში – სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში, ნივთმტკიცების განყოფილების ექიმად.
2000-2003 წლებში – სამედიცინო კოლეჯ „თანადგომის“ პედაგოგად.
2003-2017 წლებში – საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორად.
2014 წლიდან დღემდე, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
არის ქალდის აკადემიის საპატიო წევრი და ჯ. ლეჟავას აკადემიის საპატიო წევრი.