საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

მაია ხურცილავა
საკონტაქტო

მაია ხურცილავა

განათლება

დაამთავრა სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღო ეკონომისტის კვალიფიკაცია. ამჟამად არის ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის დოქტორანტი.

სამუშაო გამოცდილება

2006 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტად, რაც მოიცავდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კოლეჯებს და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს.
2013 წლიდან 2019 წლამდე იყო შპს ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
2012 წლიდან 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების სამსახურს.
2011 წლის სექტემბრიდან 2012 წლის იანვრამდე ამავე უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა ზრდასრულთა განათლების ცენტრს.
2019 წლის მაისიდან დღემდე არის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების ექსპერტი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
ამავე ცენტრში, 2019 წლის ივლისიდან დღემდე, მუშაობს პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტად.
2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის აპრილამდე მუშაობდა შპს ევროპის უნივერსიტეტში რექტორის მრჩეველად.
2020 წლის მაისიდან ოქტომბრამდე იკავებდა შპს ევროპის უნივერსიტეტის პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას.
2020 წლის ოქტომბრიდან დღემდე იკავებს სპორტის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციას.

დამატებითი ინფორმაცია

2023 წლიდან არის სპორტის დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების ჯგუფის წევრი.
მონაწილეობა აქვს მიღებული ერასმუს პლუსის ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროგრამაში ბულგარეთში, ვასილ ლევსკის სახელობის სპორტის აკადემიაში.
გავლილი აქვს ნიდერლანდების აკრედიტაციის სააგენტოს (NVAO) მიერ ორგანიზებული ტრენინგი ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების თემაზე.
ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული აკრედიტაციისა და რეიტინგის დამოუკიდებელი სააგენტოს (IAAR) ტრენინგებში, რომლებიც მოიცავდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესწავლას ESG-ისა და WFME-ის სტანდარტების შესაბამისად.