მარიამ პაპიაშვილმა 2015 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მიენიჭა ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2017 წელს წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის პროგრამა – განათლების ფსიქოლოგია და კვლევა, მიენიჭა ფსიქოლოგიის მაგისტრის წოდება.
2021 წელს ასევე წარჩინებით დაასრულა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
მარიამ პაპიაშვილი 2024 წლიდან არის სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2016 წლიდან დღემდე არის დასაქმებული სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე, ხოლო 2022 წლის მარტიდან არის ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სპორტის ფსიქოლოგიის მიმართულებით.
2021 -2024 წლებში მუშაობდა სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კოლეჯის სასწავლო პროცესის მენეჯერად.
2018 წლიდან დღემდე კი არის საქართველოს განათლების მეცნიერებისა და სოპრტის სამინისტროს სასკოლო სახელმძღვანელოების რეცენზენტი.
2017 წელს მოიპოვა სამაგისტრო გრანტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, ამავე წელს მონაწილეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ეგიდით ჩატარებულ კვლევებში მკვლევრად.
2014 წლიდან დღემდე არის ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის ტრენერი; 2014 წლიდან დღემდე ამავე ასოციაციის განათლების ფსიქოლოგიის დეპარტამენტის უფროსი.
2014-2017 წლებში გაიარა სახელმწიფო სტაჟირება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურსა და აკადემიური მოსწრებით შერჩევით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტში.
ამავე წლებში მუშაობდა 45- ე საჯარო სკოლასა და შპს ქართულ-ბრიტანული წმინდა ნიკოლოზის სახელობის საშუალო სკოლაში ფსიქოლოგად და ადმინისტრაციის მოხელედ.
2014 დღემდე არის სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის ზოგადი და სპორტის ფსიქოლოგიის მასწავლებელი.
მარიამ პაპიაშვილს, სპორტის მეცნიერების მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 12 ნაშრომი, სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალში, ადგილობრივ კრებულებში, მიღებული აქვს მონაწილეობა კონფერენციებში. მიღებული აქვს სერტიფიკატები Barca Innovation Hub – ის კურსებში ფსიქოლოგიური ინტერვენციები სპორტში და ფსიქოლოგიური ცვლადები და სპორტული ასპარეზობა.
აქვს მიღებული ერაზმუსის გრანტი 03.04.2022-10.04.2022, ერაზმუსის სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ლიეტუვას სპორტის უნივერსიტეტში. LSU- Lietuva-Kaunas.