მურად გარუჩავამ 1973 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი, ქიმიკოსის კვალიფიკაციით.
1976-1979 წლებში გაიარა ასპირანტურის დასწრებული სწავლების კურსი ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე.
1981 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: 2,4-D-ს მეტაბოლიზმი საკვებ მცენარეებში და მისი გავლენა უჯრედის ცვლის ზოგიერთ პროცესზე.
სსრკ უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის (სპეც. კოდი: 03.00.04) სამეცნიერო ხარისხი.
2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ფენოქსიძმარმჟავას წარმოებული ჰერბიციდების ტრანსფორმაცია აგრობიოცენოზში.
საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მიერ მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის (სპეც. კოდი: 03.00.04) სამეცნიერო ხარისხი.
1973-1975 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის სამეცნიერო-კვლევით ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში უფროსი ტექნიკოსისა და უმცროსი მეცნიერული თანამშრომლის პოზიციებზე.
1980-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ზოოვეტერინარული უნივერსიტეტის ორგანული და ბიოქიმიის კათედრაზე შემდეგ თანამდებობებზე: უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი.
2003-2005 წლებში იყო ზოოვეტერინარული უნივერსიტეტის სადისერტაციო ნაშრომების დაცვის საბჭოს წევრი.
2005-2018 წლებში იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზოოვეტერინარული და აგრარული უნივერსიტეტების გაერთიანების შემდეგ.
2006-2012 წლებში იყო აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის ფაკულტეტის განათლების ხარისხის განვითარების სამსახურის უფროსი.
2007-2012 წლებში მუშაობდა აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად,
2009 წელს იყო პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევი კომისიის თავმჯდომარე.
2009 წლამდე მონაწილეობდა ეროვნული გამოცდების ყოველწლიურ მუშაობაში.
2010 წლიდან დღემდე არის სამეცნიერო ჟურნალ „აგრარული საქართველოს“ სამეცნიერო საბჭოს წევრი.
2013 წლიდან დღემდე არის საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და პროფესორი.
2014-2018 წლებში აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე.
2014 წლიდან დღემდე არის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვების პროდუქტების ხარისხის რისკების შეფასების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი.
2014-2020 წლებში იყო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი.
2016 წლიდან არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
2017 წელს გახდა ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
2018-2021 წლებში მუშაობდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტიში, აკადემიური საბჭოს წევრად.
2019-2021 წლებში იყო მოწვეული პროფესორი და მეცნიერ-კონსულტანტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე.
2021 წლიდან არის პროფესორი საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მურად გარუჩავას გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ბიოქიმიისა და ფუნქციური კვების მიმართულებით, ძირითადად საერთაშორისო რეფერირებად და ინდექსირებულ ჟურნალებში, მათ შორის Scopus, Index Copernicus, Google Scholar, РИНЦ, Academia, ISSN National Centre, Biblioteka Narodowa და World Cat.
მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებსა და სემინარებში.
არის მრავალი გრანტის მეცნიერ-შემსრულებელი და საავტორო მოწმობების ავტორი.
სამეცნიერო ხელმძღვანელობს საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებს, ასრულებს რეცენზენტობის ფუნქციას საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციებსა და სახელმძღვანელოებზე.
ხელმძღვანელობს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს.
არის სამი ძირითადი სახელმძღვანელოს ავტორი და რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორი.
მისი სამეცნიერო მოღვაწეობა ფოკუსირებულია სპორტსმენთა მომზადების პროცესის ბიოქიმიურ-ფიზიოლოგიური კვლევაზე, ასპარეზობამდე და მის შემდგომ პერიოდში.
იკვლევს სპორტსმენებში სტრესის ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ შედეგებსა და მათ გავლენას სპორტულ შედეგებზე.
კვლევის სხვა მიმართულებები მოიცავს ფუნქციურ კვებას სპორტსმენებისთვის, ქსენობიოტიკების ბიოტრანსფორმაციის მოლეკულურ მექანიზმებს საკვებ კულტურებში, საკვებ დანამატებს, გარემოს მონიტორინგსა და რემედიაციის საკითხებს.