საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

მურად ფახურიძე
საკონტაქტო

მურად ფახურიძე

განათლება

2011-2016 წლებში სწავლობდა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიიღო სპორტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2016-2018 წლებში გააგრძელა სწავლა სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა სპორტის მენეჯმენტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2019-2022 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება

2014-2015 წლებში იკავებდა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტული კლუბის ხელმძღვანელისა და უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდის მენეჯერის თანამდებობას.
2015-2019 წლებში მუშაობდა შპს ახალი უმაღლესი სასწავლებლის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსად.
2016-2017 წლებში იყო შპს წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სპორტული ღონისძიებების კოორდინატორი.
2018-2019 წლებში ასწავლიდა სპორტს შპს თბილისის საშუალო სკოლა „ლამპარში“.
2019-2022 წლებში იკავებდა შპს ახალი უმაღლესი სასწავლებლის ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას.
2019 წლიდან მუშაობს სსიპ ქალაქ თბილისის №151 საჯარო სკოლაში სპორტის პედაგოგად.
2018 წლიდან არის მოწვეული ლექტორი საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2022 წლიდან მუშაობს ასოცირებული პროფესორის სტატუსით.
2023 წლიდან ასრულებს ზოგადი განათლების საგნობრივი ექსპერტის მოვალეობას სპორტის მიმართულებით საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
2023 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სპორტის მუზეუმის მეცნიერ-მკვლევარად.

დამატებითი ინფორმაცია

აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც უმაღლეს, ისე ზოგად განათლებაში. პროფესიული საქმიანობა მოიცავს როგორც აკადემიურ საქმიანობას, ასევე სპორტულ მენეჯმენტსა და ადმინისტრირებას. საქმიანობა ეფუძნება სპორტის განათლებასა და განვითარების ხელშეწყობას როგორც უნივერსიტეტებში, ისე სკოლებში. მის მიერ განხორციელებული პროექტები და მენეჯმენტში მიღებული მონაწილეობა მოიცავს როგორც სპორტულ ღონისძიებებს, ისე ინფრასტრუქტურულ და ადმინისტრაციულ მენეჯმენტს. აქტიურად მონაწილეობს კვლევით და საგნობრივ ექსპერტიზის საქმიანობებში, მათ შორის განათლების ხარისხის მიმართულებით.