1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და მიენიჭა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია.
2020 წელს წარმატებით დაასრულა დოქტორანტურა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის (PhD) აკადემიური ხარისხი.
ნინო ძაგანია არის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი და სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც აკადემიურ, ისე მედია სფეროში.
2020 წელს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, დაინიშნა ასოცირებულ პროფესორად პედაგოგიკის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის კათედრაზე, სადაც კითხულობს ლექციებს სპორტის სოციოლოგიაში.
2024 წლიდან იკავებს მწვრთნელთა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციას.
ნინო ძაგანიას პროფესიული კარიერა მოიცავს მედია სფეროსაც. 2004–2006 წლებში მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“. 2006–2008 წლებში იყო ტელეკომპანია „მზის“ საინფორმაციო პროგრამა „მზერას“ ჟურნალისტი და მიმომხილველი. 2010–2014 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო პროგრამის პროდიუსერად და საერთაშორისო მიმომხილველად. 2012–2013 წლებში ხელმძღვანელობდა ამავე ტელეკომპანიის მოსკოვის ბიუროს.
ნინო ძაგანიას სამეცნიერო ინტერესები ფოკუსირებულია გენდერულ საკითხებზე სპორტში. მას აღნიშნულ თემატიკაზე გამოქვეყნებული აქვს სტატიები საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო ჟურნალებში. ასევე, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კვლევით პროექტებსა და კონფერენციებში.