რუსუდან მჟავანაძემ 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
1989 წ. ქ. კიევის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „კალიუმიანი მინერალური სასუქების ჰიგიენური რეგლამენტირება და მათი უარყოფითი ზეგავლენის გამოკვლევა ადამიანის ორგანოთა სისტემებზე“ და უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება, რაც 2004 წლის 21 დეკემბრის „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის შესაბამისად გათანაბრებულია დოქტორის აკადემიურ ხარისხთან.
1978 წ-დან მუშაობდა გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში, უმცროსი მეც. მუშაკის თანამდებობიდან მთავარი სპეცია¬ლისტის თანამდებობამდე და ხელმძღვანელობდა გარემოს ჰიგიენის ლაბორა¬ტორიას.
1980 წლიდან, ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას: თბილისის 1 სამე¬დიცინო სასწავლებელში, თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტში, საქართვე¬ლოს ხარისხის მართვის უნივერსიტეტში, სამედიცინო ინსტიტუტ „დასტაქარში“, სამედიცინო აკადემიაში, უნივერსიტეტ „მეტეხში“, კიევის უნივერსიტეტის ფილი¬ალში „გუმა მერიდიანი“ და ატარებდა ლექციებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს ადამიანის ნორმალურ და ტოპოგრაფიულ ანატომიაში, ასისტენტის, ასოცირებული და სრული პროფესორის თანამდებობაზე.
2014 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანატომიის, ფიზიოლოგიის, ბიოლოგიისა და ბიოქიმიის კათედრაზე ასოცირებული პროფე¬სორის თანამდებობაზე და ატარებს ლექციებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში „ადამიანის ანატომიაში“ და „სპორტულ მორფოლოგიაში“.
არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 10-მდე დამხმარე და სასწავლო სახელმძღვანელოს ავტორი. სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია საერთაშო-რისო კონფერენციების შრომათა კრებულებში. სისტემატურად ხელმძღვანელობს სტუდენტების ნაშრომებს სტუდენტურ კონფერენციებზე.
მონაწილეობს საბაკალავრო დიპლომების დაცვის კომისიაში, ასევე სისტემატურად გადის სხვადასხვა სახის ტრენინგებს პროფესიული და პედაგოგიური დონის ასამაღლებლად.