საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

თამაზ ჯაში
საკონტაქტო

თამაზ ჯაში

განათლება

1966 წელს ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტთან არსებულ მწვრთნელთა სკოლაში.
1968 წელს სწავლა განაგრძო იმავე ინსტიტუტში.

სამუშაო გამოცდილება

1971 წელს თამაშობდა გარდაბნის საფეხბურთო გუნდში „ვარკეთილი“, რის შემდეგაც მიიწვიეს თბილისის „დინამოში“.
1972 წლიდან თამაშობდა ლანჩხუთის გუნდში „გურია“ და ამასთანავე მუშაობდა მწვრთნელად ლანჩხუთის სპორტულ სკოლაში.
1973 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში ახალციხეში, სადაც თამაშობდა ადგილობრივ გუნდში „მესხეთი“.
1975 წლიდან იყო ასპინძის „ვარძია“-ს მოთამაშე, ხოლო 1976 წელს დაინიშნა ახალციხის „მესხეთის“ უფროს მწვრთნელად.
1978 წელს დაიწყო მუშაობა ნებაყოფლობითი სპორტული საზოგადოების „ლოკომოტივი“ ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელად.
1980-1985 წლებში, ზაფხულობით, იყო განათლებისა და მეცნიერების პროფკავშირთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკის დირექტორი.
1987 წელს გახდა „ლოკომოტივი“-ს ბავშვთა საფეხბურთო სკოლის უფროსი მწვრთნელი, 1989 წლიდან კი იმავე სკოლის დირექტორი.
1990 წლიდან დაინიშნა თბილისის „ლოკომოტივი“-ს ბაზაზე შექმნილი გუნდის „მერანი“-ს უფროს მწვრთნელად.
1995 წლიდან ასწავლიდა სპორტის აკადემიის ფეხბურთის კათედრაზე. 1996 წლიდან იყო კათედრის მასწავლებელი, ხოლო 2003 წლიდან — უფროსი მასწავლებელი.
ვასრულებდა კათედრის გამგის მოადგილის, მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, სასწავლო, საორგანიზაციო-ფინანსური და ხარისხის უზრუნველყოფის ფუნქციებს.
2005 წელს პროფესორ-მასწავლებელთა კონკურსის საფუძველზე არჩეული იქნა ასოცირებულ პროფესორად.
2007 წლის აგვისტოდან 2010 წლის ნოემბრამდე ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა ილიას უნივერსიტეტში.
2014 წლის 8 მაისიდან, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკადემიური კონკურსის შედეგად კვლავ არჩეული იქნა ასოცირებულ პროფესორად და ამ თანამდებობას დღესაც იკავებს.

დამატებითი ინფორმაცია

თამაზ ჯაშს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და სპორტული ხასიათის მრავალი სტატია საერთაშორისო რეფერირებულ ჟურნალებსა და გაზეთებში.
არის ორი მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორი.
თენგიზ რატიანთან ერთად შეადგინა ფეხბურთში სწავლების გზამკვლევი საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის (VII-XII კლასები).
იყო საქართველოს ეროვნული ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ყრილობის დელეგატი.
თბილისის ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ-ტექნიკური კომისიის წევრი, საქართველოს ფუტზალის ნაკრების კონსულტანტი, ასევე საფეხბურთო სკოლის „ნორჩი დინამოელი“-ს მწვრთნელი-კონსულტანტი.