თინა ონიანმა 1991 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხოურ ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (ილიაუნი) უმაღლესის საგანმანათლებლო პროგრამა ინგლისური და რუსული ენების სპეციალობით 5-წლიანი მაგისტრის ხარისხის განათლებით.
1991 წელს დაამთავრა ამავე ინსტიტუტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი – გიდი-თარჯიმანის სპეციალობით.
1999 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დოქტურანტურა და სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ჰუმანიტარული ფაკულტეტის ინგლისური ენის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი (PhD).
1991 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის 204 საბავშვო ბაღში, ინგლისური ენის წრის ხელმძღვანელად და უფროსი მასწავლებლად.
1992-1995 წლიდან მუშაობდა ჯერ 105-ე და შემდეგ 179-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის ასისტენტ-პროფესორად.
1995-2015წწ. წლიდან არის საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის წევრი – ტრენერი (ETAG).
1996-2002წწ. მუშაობდა საქართველოში აშშ საელჩოსთან არსებული ტურისტული ფირმა – ‘’გუდა“ -ს გიდი-თარჯიმნად.
2000-2013წწ-მუშაობდა საქართველოს ტექნოლოგიურ-ჰუმანიტარული ინსტიუტში, ინგლისური ენის აფილირებულ სპურლ პროფესორად.
2-ჯერ იყო არჩეული სამეცნიერო საბჭოს წევრად და უცხო-ენების კათედრის გამგედ.
2016-2020წწ მიწვეული იყო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ინგლისური ენის პროფესორად.
2010 წელს აირჩიეს ტექნოლოგიურ-ჰუმანიტარული მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2014 წლიდან- დღემდე არჩეულია აკადემიის აკადემიკოსად.
2014 წლიდან დღემდე არჩეულია ჯ.ლეჟავას სახელობის მრავალპროფილიანი მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
2022 წლიდან დღემდე არჩეულია აკადემია ფაზისის წევრად და ამავე აკადემიის უცხოეთთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად.
2014 წლიდან-დღემდე მუშაობს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არის აფილირებული სრული პროფესორი. ორჯერ არჩეული იქნა ქართული და უცხო-ენების კათედრის(გამგე) ხელმძღვანელად. ორჯერ აირჩიეს ამავე უნივერსიტეტის საბჭოს წევრად.
თინა ონიანი 2014-2025წწ არის საქართველო სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
გამოქვეყნებული აქვს ინგლისური ენის გრამატიკის 3-სახელმძღვანელო ქართულ(2016-2020წწ) და ინგლისურ ენაზე(1999წ). ასევე პოზნანის-მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტში დამხმარე სახელმძღვანელო საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის მოკლე ისტორია . (პოზნანი- პოლონეთი)
ინგლისური ენის დარგობრივი მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 75-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათგან დაახლოებით 10 სტატია დაიბეჭდა მსოფლიოს წამყავან სამეცნიერო გამომცემლობების თემატურ ჟურნალებში, როგორიცაა: SCOPUS, EBSCO, IMPACT და ა.შ.
2018 წლიდან დღემდე გაიარა ონლაინ-ვებინარის ასევე აუდიტორიული დარგობრივი ტრენინგი და არის სერტიფიცირებული-ტრენერი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობის მიმართულებით. კერძოდ:TOEFL-MASTERS; TESOL ; ICT; TEACH-DAVE MASTER CLASS-TRENER;
უცხო ენის სწავლების სფეროსა და პროფესიული განვითარების მიმართულებით მინიჭებული აქვს 37-მდე სერთიფიკატი.
არის ERASMUS + NEO- IN- GEORGIA-ას წევრი.
2017 წელს მიწვეული იყო აშშ-ის კალიფორნიის ხელოვნების უნივერსიტეტში-THE ART UNIVERSITY-IN- CALIFORNIA.
1995-1999 წწ ასოც-პროფესორი და 2000-წლიდან დღემდე სრული პროფესორი.