1979 წელს წარჩინებით დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის სპეციალობით.
1987 წელს ჩაირიცხა მოსკოვის ცენტრალური სპორტის ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომელიც დაასრულა 1990 წელს.
1991 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა პედაგოგიური მეცნიერების კანდიდატის ხარისხი (იმდროინდელი რეგულაციებით).
პედაგოგიური მეცნიერებათა დოქტორი.
1979 წლიდან მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თეორიისა და მეთოდიკის კათედრაზე, სხვადასხვა პოზიციაზე: ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი.
ამჟამად მოღვაწეობს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე.
ასევე, მოწვევით საათობრივად კითხულობს ლექციებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტზე.
1992 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ომში სტუდენტებთან ერთად.
1995 წლამდე მსახურობდა სენაკის ბრიგადაში, ხოლო შემდეგ — უშიშროების აკადემიაში სპეცფიზიკური აღზრდის კათედრის უფროსად.
არის გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი და ომის ვეტერანი.
დააჯილდოეს მედლით „საბრძოლო დამსახურებისთვის“.
მიანიჭეს საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება.