Georgian State
University of Sport

სამართლებრივი აქტები

ბიბლიოთეკის დებულება

თავი I ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.

წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) ბიბლიოთეკის (შემდგომში – ბიბლიოთეკა) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებსა და ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2.

  1. ბიბლიოთეკა წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“, საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
  2. ბიბლიოთეკა ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორია და აკადემიური საბჭოს წინაშე და ასრულებს მის მითითებებსა და დავალებებს.


თავი II ბიბლიოთეკის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 3.

  1. ბიბლიოთეკის ამოცანებია:
    • ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და კვლევით პროცესებს;
    • უზრუნველყოს სწავლისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესება თანამედროვე საინფორმაციო რესურსების დანერგვის გზით;
    • შექმნას ხელსაყრელი გარემო ინოვაციური პროცესების დანერგვისთვის და უზრუნველყოს მასში სოციუმის ჩართულობა;
    • თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე საბიბლიოთეკო სივრცეში მომხდარ ცვლილებათა შესაბამისად დაგეგმილ აქტივობებში მათი ჩართულობა;
    • ბიბლიოთეკის საქმიანობის ამსახველი ძირითადი – საორიენტაციო დოკუმენტების შექმნა, დანერგვა, განხორციელება და გავრცელება;
    • ბიბლიოთეკის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს, მათ შორის უნივერსიტეტის ვებგვერდისა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელება;
    • ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კავშირების დამყარება, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლა/გაზიარება.
  2. ბიბლიოთეკის ფუნქციებია:
    • საბიბლიოთეკო ფონდების შევსების, მოვლის, განვითარებისა და დაცვის პოლიტიკის/სტრატეგიის შექმნა;
    • ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსის ყველა არსებული ფორმატის განვითარებისა და გამდიდრების კოორდინირება;
    • საუნივერსიტეტო საზოგადოების ინფორმირება საბიბლიოთეკო რესურსების შეძენის ძირითადი წესებისა და პროცედურების შესახებ;
    • უნივერსიტეტის საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა ბიბლიოთეკაში არსებული ახალი რესურსების შესახებ;
    • ინფორმაციის მოძიება ახალი რესურსის შესახებ. შესაბამისი სფეროთი/საკითხით დაინტერესებული უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებისთვის ინფორმაციის შერჩევა, დახარისხება და მიწოდება;
    • კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის თანამედროვე წესებისა და სტანდარტების ადაპტირება და დანერგვა, კლასიფიკაციის უნიფიცირება, ფონდების კლასიფიცირება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად;
    • ფონდების პერიოდული რეინვენტარიზაცია ელექტრონულ კატალოგში საჭირო და მოთხოვნადი საინფორმაციო რესურსების ასახვის მიზნით;
    • ფონდების ინვენტარიზაციის, არსებული კოლექციების შენარჩუნებისა და დაცვის პროცესებში მონაწილეობა;
    • არაელექტრონული სახით არსებული საინვენტარო ჟურნალების დიგიტალიზაცია;
    • ბიბლიოთეკის სერვისების წესების შექმნა და მათი დანერგვის ხელშეწყობა;
    • მომხმარებელთა საჭიროებების დასადგენად პერიოდული კვლევების ჩატარების დაგეგმვა და კოორდინირება;
    • დასაქმებული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშემწყობა. ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინირება;
    • ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსებისა და სერვისების, ანალიზი. მიღებული შედეგების გათვალისწინება;
    • ბიბლიოთეკის ფიზიკური სივრცის ეფექტურად მოწყობის უზრუნველყოფა, მკითხველისთვის მშვიდი და კომფორტული გარემოს შექმნის ხელშეწყობა.


თავი III ბიბლიოთეკის სტრუქტურა, ხელმძღვანელობა და თანამშრომლები

მუხლი 4

  1. ბიბლიოთეკას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება უნივერსიტეტის რექტორს. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი შედის წარმომადგენობითი საბჭოს შემადგენლობაში.
  2. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის არყოფნის ან/და ამ პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი იღებს გადაწყვეტილებას ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის დანიშვნის შესახებ.
  3. ბიბლიოთეკის შემადგენლობაში შედიან მთავარი სპეციალისტები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი. ისინი ანგარიშვალდებულნი არიან ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის წინაშე. მათი უფლება- მოვალეობები და ფუნქციები განსაზღვრულია მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებით და სამუშაო აღწერილობებით.


მუხლი 5

  1. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი:
    • ხელმძღვანელობს და წარმართავს ბიბლიოთეკის საქმიანობას;
    • ანაწილებს ფუნქციებს ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებს და დავალებებს;
    • პასუხისმგებელია ბიბლიოთეკაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
    • აკონტროლებს ბიბლიოთეკის თანამშრომლების მიერ ფუნქციების შესრულებას;
    • ახორციელებს ბიბლიოთეკის თანამშრომლების შეფასებას;
    • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო რესურსების შესწავლას, ანალიზს და ახორციელებს აქტივობებს მისი სხვადასხვა მიმართულებით განახლების მიზნით;
    • უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებთან და პროფესორებთან კონსულტაციის გზით იღებს ინფორმაციას საჭირო სამეცნიერო საბიბლიოთეკო რესურსის შესახებ;
    • ახორციელებს მონაცემთა ბაზების ფუნქციონირების კონტროლს და ადგენს მისი ხარისხის შესაბამისობას სწავლებისა და მიმდინარე კვლევით საქმიანობასთან;
    • შეიმუშავებს ბიბლიოთეკის კატალოგებისა და საძიებო სისტემების, ასევე ბიბლიოთეკაში ეფექტური მომსახურების განვითარების სტრატეგიას;
    • უზრუნველყოფს სხვადასხვა საბიბლიოთეკო ფონდსა და კავშირებთან თანამშრომლობას;
    • სამსახურის თანამშრომლებისგან იღებს ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ;
    • წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორს ბიბლიოთეკის საქმიანობის წლიურ ანგარიშს.
  2. ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი:
    • პასუხისმგებელია და აწარმოებს ელექტრონულ საინვენტარო წიგნს;
    • მუშაობს შემოსული წიგნების დამუშავებასა და რეგისტრაციაზე (კატალოგის ბარათების შევსება და მოწესრიგება, საინვენტარო წიგნის წარმოება);
    • მუშაობს წიგნების გაცემა დაბრუნებაზე და მკიხველთა რეგისტრაციაზე;
    • მუშაობს სპეციალურ საბიბლიოთეკო პროგრამაში „open biblio“;
    • პასუხისმგებელია მასზე განპიროვნებულ კომპიუტერსა და ბიბლიოთეკის ინვენტარზე;
    • აწარმოებს კურსდამდამთავრებულთა ცნობების გაცემას.
    • კონსულტაციას უწევს საერთაშორისო ელექტრონული ბაზების მომხმარებლებს.


თავი IV დასკვნითი დებულებები

მუხლი 6.

  1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. სამსაუხრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  3. დებულება ძალაშია საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან.
  4. დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების ან/და ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის შემთხვევაში.