ხედვა
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 2020-2026 წლებზე გათვლილ სტრატეგიულ ხედვას წარმოადგენს:
- ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სასწავლო უნივერსიტეტი გახდება სასპორტო განათლების სფეროში გამორჩეული და პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი;
- სასწავლო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის ინოვაციური სწავლების მეთოდებზე დაყრდნობით, მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობას;
- უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა უმრავლესობა კონკურენტუნარიანია საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე;
- საქართველოში სპორტის სფეროში წამყვან პოზიციებზე დასაქმებული პირების უმრავლესობა სპორტის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია;
- სპორტის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომები აღიარებულია ეროვნული და საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუციების მიერ;
- სპორტის უნივერსიტეტი ასოცირდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას საზოგადოებაში;
- უნივერსიტეტი ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადობის მოპოვებასა და შემდგომში დადებითი იმიჯის დამკვიდრებას საერთაშორისო არენაზე.
- იზიდავს და ეფექტიანად ინარჩუნებს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას;
- ინტერნაციონალიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობით ახალისებს აკადემიურ და სტუდენტურ მობილობას;
- უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები არიან.
მისია
,,საქართველოში სამოყვარულო და პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობა ფიზიკური აღზრდისა და სპორტული წვრთნის, სპორტის მენეჯმენტის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, სპორტის ფსიქოლოგიის სფეროში ღრმა კომპეტენციის მქონე სპეციალისტების მომზადების გზით, რისთვისაც იგი, როგორც ეროვნულ, ისევე საერთაშორისო დონეზე შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, ახორციელებს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს და გამოყენებით სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ხელს უწყობს სტუდენტების ჰარმონიულ განვითარებას და მათ სწრაფ ადაპტაციას შრომით ბაზარზე“.
უნივერსიტეტი სრულად აცნობიერებს სოციალური პასუხიმგებლობის მნიშვნელობას, მათ შორის მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
ღირებულებები
უნივერსიტეტის ძირითადი ღირებულებებია:
- ავტონომიურობა – თავისი საგანმანათლებლო საქმიანობის სრულყოფილად წარმართვის მიზნით, კანონის ფარგლებში, უნივერსიტეტი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს.
- ეროვნული ინტერესების დაცვა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების პატივისცემა – უნივერსიტეტი ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც იცავს ქართულ ტრადიციებს, მის მემკვიდრეობას, პატივს სცემს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და სტანდარტებს.
- ოლიმპიური და პარაოლიმპიური მოძრაობის პრინციპების ერთგულება – უნივერსიტეტი სრულიად იზიარებს და ხელს უწყობს საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის ქარტიით განსაზღვრული პრინციპების გავრცელებასა და დანერგვას.
- საზოგადოებისა და დაინტერესებული ჯგუფების წინაშე მაღალი პასუხისმგებლობა – უნივერსიტეტი ითვალისწინებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებს, სტუდენტებისა და თანამშრომლების აქტიური ჩართულობით, წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში.
- აკადემიური თავისუფლება – აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა უფლება, დამოუკიდებლად განახორციელონ სწავლება, სამეცნიერო კვლევა და სწავლა.
- მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა – უნივერსიტეტი მუდმივ განახლებაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა და ხელს უწყობს საუნივერსიტეტო საზოგადოების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას.
- განათლებისა და კვლევის მაღალი ხარისხისაკენ მუდმივი სწრაფვა – უნივერსიტეტი ისწრაფვის საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად, სწავლა/სწავლების, სამეცნიერო და საუნივერსიტეტო სერვისების მიწოდებისას მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
- აკადემიური კეთილსინდისიერება – უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სწავლა/სწავლებისა და კვლევის პროცესში აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვას და ცნობიერების ამაღლებას.
- გამჭვირვალობა და ღიაობა – უნივერსიტეტი ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, პრაქტიკულად ავრცელებს ინფორმაციას საქმიანობის თაობაზე და ღიაა თანამშრომლობისათვის.
- სამართლიანობა – სპორტის უნივერსიტეტში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, ყველა დაინტერესებული მხარის უფლებებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, ეყრდნობა სამართლიან არგუმენტებს და გადაწყვეტილების მიღების ობიექტურ კრიტერიუმებს.
- სოციალური პასუხიმგებლობა – უნივერსიტეტი ითვალისწინებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებს, სტუდენტებისა და თანამშრომლების აქტიური ჩართულობით, წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სპორტული პრობლემების მოგვარებაში.