Georgian State
University of Sport

სამართლებრივი აქტები
მთავარი ჩვენს შესახებ სამართლებრივი აქტები საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის დებულება

საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის დებულება

თავი I ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სსიპ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებსა და ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2

  1. სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“, უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
  2. სამსახური ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორის წინაშე და ასრულებს მის მითითებებსა და დავალებებს.

თავი II სამსახურის მიზანი, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 3.

სამსახურის მიზანია:

  • უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავება და მის განხორციელებაში ხელშეწყობა;
  • უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოება და განმტკიცება; გ) სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
  • უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობისა და რეპუტაციის ამაღლება;
  • საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებში.


სამსახურის ამოცანაა:

  • ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიისა და მხარდამჭერი პროცესების კოორდინირება;
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის ხელშეწყობა და საერთაშრისო დონეზე უნივერსიტეტის ავტორიტეტის ამაღლება;
  • უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა, თანამშრომელთა, მკვლევართა და სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა;
  • უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
  • კვლევის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
  • უცხოელი სტუდენტების რეკრუტირება და მხარდაჭერა.


სამსახურის ფუნქციებია:

  • ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება უნივერსიტეტის ზოგადი სტრატეგიის მიზნების შესაბამისად, სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა, შესაბამისი აქტივობების კოორდინირება და მონიტორინგი;
  • საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კვლევით ინსტიტუტებთან კავშირების ჩამოყალიბება და განვითარება; საერთაშორისო ასოციაციებსა და ქსელებში უნივერსიტეტის გაწევრიანება და უნივერსიტეტის როლის გაზრდა;
  • ურთიერთობა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან;
  • საერთაშორისო რანჟირების სისტემებში უნივერსიტეტის ჩართულობის ხელშეწყობა; ე) საერთაშორისო გაცვლების შესაძლებლობების შექმნა; გაცვლითი პროგრამების კოორდინირება; საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურება; სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერის სერვისების შეთავაზება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის მიზნით უნივერსიტეტის ფაკულტეეტებთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახუთან მჭიდრო თანშრომლობა;
  • უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების მოზიდვა და მხარდაჭერა;
  • კვლევაზე ორიენტირებული თანამშრომლობის ხელშეკრულებებისა და პროექტების განვითარების ხელშეწყობა;
  • უცხოელი მკვლევრების ვიზიტების ორგანიზებაში დახმარება;
  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მასპინძლობა/ორგანიზება ნუნივერსიტეტში;
  • პოტენციური სტუდენტების მოზიდვის/მარკეტინგის კამპანიის წარმოება; ესაერთაშორისო ვიზიტების განხორციელება (მონაწილეობა გამოფენებში, პრომო ტურები, ვბიზიტები სკოლებში, შეხვედრები აგენტებთან);
  • საერთაშორისო მნიშვნელობის შეხვედრების, საჯარო ლექციების, ვორქშოფებისა და სხვადასხვა კვლევითი და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება;
  • საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებელების სამეცნიერო დაწესებულებების დელეგაციების მიღება;
  • უნივერსიტეტის საზოგადოების ინფორმირება სხვადასხვა საერთაშორისო აქტივობების სშესაძლებლობების შესახებ;
  • ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობი საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერა.

 

თავი III სამსახურის სტრუქტურა, ხელმძღვანელობა და თანამშრომლები

მუხლი 4

  1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
  2. სამსახურის უფროსის არყოფნის ან/და ამ პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ.
  3. სამსახურის შემადგენლობაში შედიან უფროსი სპეციალისტი/სპეციალისტები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი. ისინი ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე. მათი უფლებები/მოვალეობები და ფუნქციები განსაზღვრულია მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებით და სამუშაო აღწერილობებით.

მუხლი 5. სამსახურის უფროსი

  1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.
  2. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის მიზნებისა და ამოცანების შესრულებაზე.
  3. სამსახურის უფროსის ძირითადი ფუნქციებია:
    • სამსახურის მუშაობის დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი;
    • სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციონალური მოვალეობების განსაზღვრა და მათ მიერ სამუშაოს შესრულების მონიტორინგი;
    • უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელების კოორდინაცია;
    • საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების დამყარება და განვითარება, მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების მომზადებაში მონაწილეობა;
    • უნივერსიტეტის სახელით საერთაშორისო შეხვედრებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა;
    • უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან საერთაშორისო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა;
    • კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
    • რექტორისა და პრორექტორისთვის წინადადებების წარდგენა საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესების შესახებ; ასევე სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენა;
    • თანამშრომელთა შეფასება;
    • სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
    • სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა და მის ეფექტურ გამოყენებაზე კონტროლი;
    • სხვა ფუნქციების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია სამსახურის კომპეტენციასთან.

     

    თავი IV დასკვნითი დებულებები

    მუხლი 9.

    1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    3. დებულება ძალაშია სსიპ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან. დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების ან/და სამსახურის ლიკვიდაციის შემთხვევაში.