მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სსიპ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებსა და ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
- დეპარტამენტი წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“, უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
- დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე და ასრულებს მის მითითებებსა და დავალებებს.
მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ფუნქციები
დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ფუნქციებია:
- ქსელის ადმინისტრირების მიმართულებით:
- სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის დანერგვა და შემდგომი ადმინისტრირება უნივერსიტეტის მასშტაბით;
- უნივერსიტეტის ქსელური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მართვა;
- უსადენო ქსელის (Wi-Fi) ადმინისტრირება;
- კომპიუტერული ქსელის ინფრასტრუქტურის დოკუმენტირება;
- კომპიუტერული ქსელში ხარვეზების გამოვლენა, მათი სწორად იდენტიფიცირება და დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში მწარმოებელთან კომუნიკაცია;
- VoIp ქსელის მართვა;
- ინტერნეტ წვდომების ფილტრების, Firewall და VPN კავშირების მართვა და მხარდაჭერა;
- ქსელის, მომხმარებლები და მათთან დაკავშირებული აქტივობების, მოვლენების ზედამხედველობა;
- Firewall-ზე წვდომის მართვა;
- კომპიუტერული ქსელის საბაზისო დიაგნოსტირება.
- ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით:
- უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- შესაძლებლობის ფარგლებში ტექნიკის შეკეთება;
- უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და პერიოდული განახლება;
- უნივერსიტეტის პერსონალისთვის და სტუდენტებისათვის კომპიუტერული ტექნიკისა და თანამედროვე პროგრამული საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით შესაბამისი კონსულტაციების გაწევა, საჭიროების შემთხვევაში მათთვის შესაბამისი ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის ბიზნეს პროცესების მართვის ხელშეწყობა;
- უნივერსიტეტის ვებ გვერდის ადმინისტრირების ხელშეწყობა.
მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა და თანამშრომლები
- დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტის უფროსს რექტორთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე.
- უნივერსიტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობებია: დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სპეციალისტები.
- დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
- დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
- დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა, დროებით – 2 დღეზე მეტი ვადით არყოფნა), აგრეთვე დეპარტამენტის უფროსის დავალების შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 4. დეპარტამენტის უფროსი
- დეპარტამენტის უფროსი:
- ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
- ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ შესაბამის დავალებებსა და მითითებებს;
- უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს;
- პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
- პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი დეპარტამენტის თანამშრომლების შეფასებაზე, წახალისებაზე, განვითარებაზე, მოტივაციაზე, დისციპლინარული ღონისძიებების ინიცირებაზე, ითანხმებს ან/და თავად განსაზღვრავს დეპარტამენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ვადებს;
- პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
- ახორციელებს დაქვემდებარებული თანამშრომლების შეფასებას;
- მონაწილეობს ან თავად უწევს ორგანიზებას და კონტროლს დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, არეგულირებს და წყვეტს პროფესიულ და ორგანიზაციულ პრობლემებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისთვის;
- ითანხმებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის მიერ შესრულებულ ფუნქციებზე, პროცედურებზე, დასკვნებზე, ანგარიშებზე და სხვადასხვა სახის აქტივობებზე;
- ასრულებს რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მითითებებს წინამდებარე დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
- დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
- დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
- მონაწილეობს დეპარტამენტის მიერ შესასრულებელი ამოცანების პრიორიტეტულობის განსაზღვრაში;
- დეპარტამენტის თანამშრომლებს აძლევს რჩევებსა და რეკომენდაციებს მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით;
- აკონტროლებს და ხელს უწყობს დეპარტამენტისთვის დასახული ამოცანების შესრულების პროცესს;
- დეპარტამენტის უფროსის დავალებით ასრულებს დეპარტამენტის კომპეტენციასთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციებს;
- ახორციელებს დაქვემდებარებული თანამშრომლების შეფასებას;
- ასრულებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებებს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე;
- ასრულებს ამ დებულებით, შინაგანაწესით, უნივერსიტეტის მართვის ორგანოების და დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მოვალეობებსა და ცალკეულ დავალებებს;
- დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.
მუხლი 6. დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტები
დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტების უფლება/მოვალეობები და ფუნქციები განსაზღვრულია მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებითა და სამუშაო აღწერილობებით.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
- დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- დებულება ძალაშია საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან.
- დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების ან/და დეპარტამენტის ლიკვიდაციის შემთხვევაში.