Georgian State
University of Sport

სამართლებრივი აქტები
მთავარი ჩვენს შესახებ სამართლებრივი აქტები სტუდენტთა კარიერული განვითარების, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის დებულება

სტუდენტთა კარიერული განვითარების, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) სტუდენტთა კარიერული განვითარების, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
  2. დეპარტამენტი წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“, უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
  3. დეპარტამენტის საქმიანობა დაფუძნებულია უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურებთან უწყვეტ კოორდინირებულ მუშაობაზე.
  4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე და ასრულებს მათ მითითებებსა და დავალებებს.



თავი II. დეპარტამენტის საქმიანობის მიზანი, ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზანი

  • უზრუნველყოს უნივერსიტეტში სპორტისა და კულტურის სფეროსთან დაკავშირებული საქმიანობის ეფექტიანად დაგეგმვა და მართვა, ამ მიზნით განხორცილებულ ატქივობებში უნივერსიტეტის სტუდენტების, პერსონალისა და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართვა;
  • ხელი შეუწყოს სტუდენტებს დასაქმებისთვის აუცილებელი ზოგადი და პრაქტიკული უნარ – ჩვევების გამომუშავება/განვითარებაში.

მუხლი 3. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი ამოცანები

  • სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა, მათი დასაქმების ხელშეწყობა;
  • უნივერსიტეტში სპორტისა და კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ საქმიანობის ეფექტიანად დაგეგმვა და მართვა;
  • სტუდენტებისა უწყვეტი განათლების ციკლში ჩართვა და მათთვის ხელშეწყობა;
  • კურსდამთავრებულთა ელექტრონული ბაზების წარმოება.

მუხლი 4. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები

  • სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის კვლევა და მათი პროფაილიდან გამომდინარე შესაბამისი ვაკანსიების/რეკომენდაციების მათთვის გაზიარება;
  • ტრენინგების/ვორქშოფების/დასაქმების ფორუმების ორგანიზება, რომლებიც სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს დაეხმარება სამუშაოს ძიების პროცესში;
  • სტუდენტთა და კურსდამთავრეულთა სტაჟირებებში, პრაქტიკებში და პროექტებში ჩართულობის ორგნიზება;
  • სტუდენტთა და კურსდამთავრეულთა დახმარება პროფესიულ ორიენტაციასა და თვითგამორკვევაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში და საკუთარი განათლებისა და კარიერის სწორად დაგეგმვაში;
  • სტუდენტთა და კურსდამთავრეულთა დახმარება დამსაქმებლებთან ურთიერთობაში და ამ მიზნით კონკრეტული თემატური ღონისძიებების დაგეგმვა/ჩატარება;
  • დასაქმების ინტერნეტის ვებ-გვერდებზე არსებული ვაკანსიების რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის გაკეთება;
  • სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, სპორტულ-კულტურულ და შემოქმედებით პროცესებში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა, სპორტული აქტივობების დაგეგმვა და ჩატარება სხვადასხვა ფედერაციებთან აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე;
  • საინფორმაციო ღონისძიებების განხოეციელება, საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან შეხვედრების ორგანიზება;
  • სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სხვადასხვა მიმართულების კლუბების ჩამოყალიბება;
  • სტუდენტურ დღეებში და სხვა აქტივობებში უნივერსიტეტის პერსონალის აქტიური ჩართვის უზრუნველყოფა.

 

თავი III. დეპარტამენტის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა

მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

  1. დეპარტამენტი არის უნივერსიტეტის მართვის ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
  2. უნივერსიტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობებია: დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, წამყვანი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი და სპეციალისტი.
  3. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რექტორთან შეთანხმებით.
  4. დეპარტამენტის თანამშრომლებს დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რექტორთან შეთანხმებით, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
  5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა, დროებით – 2 დღეზე მეტი ვადით არყოფნა), აგრეთვე დეპარტამენტის უფროსის დავალების შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

მუხლი 6. დეპარტმენტის უფროსი

  1. დეპარტამენტის უფროსი:
    • ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
    • ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებს და დავალებებს;
    • პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
    • აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ფუნქციების შესრულებას;
    • პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ;
    • ახორციელებს დაქვემდებარებული თანამშრომლების შეფასებას;
    • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
    • უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს;
    • უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს რეკომენდაციებს და წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
    • შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
    • ასრულებს რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მითითებებს წინამდებარე დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
  2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
    • დეპარტამენტის უფროსთან ერთად განსაზღვრავს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმას;
    • დეპარტამენტის უფროსთან ერთად განიხილავს დებულებით განსაზღვრულ ამოცანებსა და პროგრამულ მიმართულებებს;
    • ახორციელებს დაქვემდებარებული თანამშრომლების შეფასებას;
    • იღებს მონაწილეობას სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და სპორტული და შემოქმედებითი ღონისძიებების დაგეგმვაში;
    • კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგს უწევს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შესრულებულ სამუშაოს.
  3. დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი და სპეციალისტი:
    • წამყვანი, მთავარი, უფროსი სპეციალისტების და სპეციალისტის უფლებები/მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებებითა და სამუშაო აღწერილობებით.

 

თავი IV. დასკვნითი დებულებები

მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 8. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.