Georgian State
University of Sport

სამართლებრივი აქტები
მთავარი ჩვენს შესახებ სამართლებრივი აქტები საფინანსო და შესყიდვების დეპარტამენტის დებულება

საფინანსო და შესყიდვების დეპარტამენტის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სსიპ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) საფინანსო და შესყიდვების დეპარტამენტის სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

დეპარტამენტი წარმოადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით.

დეპარტამენტის საქმიანობა დაფუძნებულია უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურებთან უწყვეტ კოორდინირებულ მუშაობაზე.

დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანოების ძირითადი სფეროები, ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი საქმიანობის სფეროა უნივერსიტეტის ფინანსური რესურსების ეფექტური მართვის საფუძველზე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მომუშავე პერსონალისათვის სწავლის, სწავლების, შრომისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის სათანადო პირობების შექმნა, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა და შესაბამისი აღრიცხვა-ანგარიშგება.

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენა და შესრულების მონიტორინგი;

ბ) უნივერსიტეტის სისტემაში ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ბუღალტრული ანგარიშგების საფუძველზე სისტემის ფინანსური მდგომარეობის კომპლექსური და ოპერატიული ანალიზი, უნივერსიტეტში ფინანსური პოლიტიკის, პროცედურების, ნორმების, წესების შემუშავება და განახლება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ორგანიზაცია და შესყიდვების გეგმების შედგენა, ასევე მისი შესრულების მონიტორინგი;

დ) ძირითადი საშუალებების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების და ძირითადი კაპიტალდაბანდებების აღრიცხვის უზრუნველყოფა;

ე) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით ქონებისა და საფინანსო ვალდებულებათა ინვენტარიზაციის ჩატარება.

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია;

ბ) ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;

გ) აღრიცხვა-ანგარიშგების მონიტორინგი;

დ) საბიუჯეტო პროცესის რეგულირებისათვის წინადადებების შემუშავება, რომლებიც განსაზღვრავს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის, განხილვის, დამტკიცებისა და შესრულებაზე მონიტორინგის საერთო პრინციპებს და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა გამიჯვნა-განაწილების ფორმებს;

ე) უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და წარდგენა ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის, შემდგომში წარმომადგენლობით საბჭოზე დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით;

ვ) საბიუჯეტო მაჩვენებლების შესრულების სისტემატური ზედამხედველობა;

ზ) საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორება;

თ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის ამსახველი პერიოდული დოკუმანტაციის წარმოება.

მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა, ხელმძღვანელობა და თანამშრომლები

დეპარტამენტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობებია: დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შესყიდვების სამსახურის უფროსი, საგეგმო-საფინანსო და აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის უფროსი, წამყვანი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი როგორც შესყიდვების, ასევე საგეგმო-საფინანსო და აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის მიმართულებით.

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) შესყიდვების სამსახური;

ბ) საგეგმო-საფინანსო და აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური.

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

დეპარტამენტის/სამსახურის თანამშრომლებს დეპარტამენტის უფროსის რეკომენდაციით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

მუხლი 4. დეპარტამენტის უფროსი

დეპარტამენტის უფროსი:

ა) გეგმავს დეპარტამენტის მუშაობას, უზრუნველყოფს მუშაობის სტილისა და მეთოდების სრულყოფას, შრომის აუცილებელი პირობების შექმნას, ღებულობს ზომებს სპეციალისტთა პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის და მისი სტრუქტურული ერთეულების მიერ წლიური გეგმის შესრულების კონტროლს და ახდენს დაქვემდებარებული პირების წლიურ შეფასებას. შეფასების საფუძველზე სათანადო წინადადებების წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და რექტორთან;

დ) ახდენს თანამშრომელთა შეფასებას;

ე) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს კორესპოდენციას და კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, ხელს აწერს ინფორმაციული ხასიათის წერილებს; ასევე კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ახდენს დოკუმენტაციის ვიზირებას;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მონაწილეობს და კონტროლს უწევს:

ა) ბიუჯეტის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენას, კორექტირებასა და შესრულებას;

ბ) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად შესყიდვების ყოველთვიური და კვარტალურ შესრულებას;

გ) ეროვნული და უცხოური გრანტების ხარჯთაღრიცხვების და ანგარიშების მონიტორინიგს;

დ) ფინანსური რესურსების კვლევებისა და პროგნოზირების წარმართვას;

ე) საგეგმო-საფინანსო სფეროში არსებული ფისკალური და სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებასა და ანალიზს;

ვ) უნივერსიტეტში შესყიდვების პროცედურების წარმართვას;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადებას, დაფინანსების წყაროების მიხედვით და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას;

თ) შესყიდვების წინა მოსამზადებელ სამუშაოებს, შესყიდვების ობიექტების ერგვაროვნებასა და მონეტარული ზღვრების დადგენას, შესყიდვის მეთოდის შერჩევას;

ი) სატენდერო და ფასთა კოტირების პროცედურების მომზადებას;

კ) კვარტალური ანგარიშების შედგენას და მათ წარდგენას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;

ლ) მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულების მომზადებას;

მ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, მომწოდებლების შერჩევას და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადების უზრუნველყოფას;

ნ) მომწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელებას;

ო) ახდენს თანამშრომელთა შეფასებას; პ) ახორციელებს სახაზინო ოპერაციებს.

მუხლი 6. შესყიდვების სამსახური

შესყიდვების სამსახურის ფუნქციებია:

ა) უნივერსიტეტის შესყიდვების პროცესების დაგეგმვა, კოორდინირება და მონიტორინგი; ბ) დაფინასების წყაროების მიხედვით სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარდგენა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებში/ორგანიზაციებში;

გ) შესყიდვების წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევის ჩატარება, შესყიდვების ობიექტების ერთგვაროვნებისა და მონეტარული ზღვრების დადგენა, შესყიდვის მეთოდის შერჩევა;

დ) ელექტრონული ტენდერით და გამარტივებული შესყიდვით განსახორციელებელი ხელშეკრულებების მომზადება;

ე) სატენდერო და გამარტივებული შესყიდვის პროცედურების მომზადების უზრუნველყოფა;

ვ) განხორციელებული სახელმწიფო შეყიდვების შესახებ ინფორმაციის წარდგენა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებაში/ორგანიზაციაში შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;

თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მომწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელება;

ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და სხვა უწყებებთან საქმიანი მიმოწერა;

კ) სახელმწიფო შეყიდვების პროცედურების სრულყოფისა და უკეთ წარმართვის მიზნით, შესაბამის სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

მუხლი 7. შესყიდვების სამსახურის უფროსი

სამსახურის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს უნივერსიტეტის შესყიდვების პროცესების დაგეგმვას, კოორდინირებას და მონიტორინგს;

ბ) ხელმძღვანელობს დაფინასების წყაროების მიხედვით სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადებას და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარდგენას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებში/ორგანიზაციებში;

გ) ხელმძღვანელობს შესყიდვების წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოებს, მონიტორინგს უწევს ბაზრის კვლევების, შესყიდვების ობიექტების ერთგვაროვნებისა და მონეტარული ზღვრების დადგენის პროცესს, შესყიდვის მეთოდის შერჩევას;

დ) მონიტორინგს უწევს ელექტრონული ტენდერით და გამარტივებული შესყიდვით განსახორციელებელი ხელშეკრულებების მომზადების პროცესს;

ე) უზრუნველყოფს განხორციელებული სახელმწიფო შეყიდვების შესახებ ინფორმაციის წარდგენას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებაში/ორგანიზაციაში შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;

ვ) ახორციელებს მონიტორინგს მომწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;

ზ) ახორიელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და სხვა უწყებებთან საქმიან მიმოწერას;

თ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის; ი) ახორციელებს თანამშრომელთა შეფასებას;

კ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს კორესპოდენციას და კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, ახდენს დოკუმენტაციის ვიზირებას;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.


მუხლი 8. საგეგმო-საფინანსო და აღრიცხვა ანგარიშგების სამსახური საგეგმო-საფინანსო და აღრიცხვა ანგარიშგების სამსახურის ფუნქციებია

ა) კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენის, კორექტირების, შესრულების უზრუნველყოფა და მასზე მონიტორინგის განხორციელება;

ბ) ფაკულტეტებიდან და სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული მასალების საფუძველზე უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებელი ხარჯების დამუშავება;

გ) საგეგმო-საფინანსო სფეროში არსებული ფისკალური და სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;

დ) დამუშავებული საბიუჯეტო მაჩვენებლის კვარტლური ანალიზი;

ე) წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადება;

ვ) გრანტების ხარჯთაღრიცხვის და ანგარიშგების მონიტორინგი, გრანტების, ასევე სტუდენტური პროექტების ბიუჯეტის შედგენაზე კონსულტაციების გაწევა და დასკვნების მომზადება;

ზ) კვარტლური და წლიური სტატისტიკური ანგარიშგების მომზადება და მათი დროულად წარდგენა შესაბის სახელმწიფო დაწესებულებებში/ორგანიზაციებში;

თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება ან/და მომზადება;

კ) უნივერსიტეტის ფულადი სახსრების დროული, შეუფერხებელი მოძრაობის, აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების უზრუნველყოფა და მათზე მონიტორინგის განხორციელება;

ლ) სამივლინებო თანხების გაცემა და მოთხოვნების დახურვა, სალაროს ოპერაციების განხორციელება და აღრიცხვა; სალაროს მოულოდნელი ინვენტარიზაცია და ინვენტარიზაციის შედეგების შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან;

მ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;

ნ) სასაწყობო მეურნეობის სინთეზური და ანალიზური აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, და არსებული ნაშთების დადასტურება დებიტორებთან და კრედიტორებთან გაფორმებული შედარების აქტებით;

ო) შემოსავლების სამსახურში წლიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა;

პ) ყოველთვიური მემორიალური ორდერების კონტროლი, შემოწმება და მთავარი წიგნის წარმოება. მემორიალური ორდერების საფუძველზე წლიური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და მათი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენა;

ჟ) სტუდენტების ფინანსური ბაზის კონტროლი წლიური ეკონომიკური შემოსავლებისა და ხარჯების გაანგარიშების დეკლარაციის შედგენა და წარდგენა საგადასახადო ინსპექციაში; რ) დებიტორ/კრედიტორების ანალიზური აღრიცხვის, ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვის წარმოება;

ს) ხელფასებისა და სტიპენდიების დარიცხვა და გაცემა;

ტ) ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი საგნების სინთეზური და ანალიზური აღრიცხვა;

უ) სასაწყობო მეურნეობის სინთეზური და ანალიზური აღრიცხვა, მასალების ჩამოწერა და ხარჯად აღიარება; საწყობის ინვენტარიზაცია და ფაქტიური მონაცემების შედარება სააღრიხცვო მონაცემებთან.

მუხლი 9. საგეგმო-საფინანსო და აღრიცხვა ანგარიშგების სამსახურის უფროსი

სამსახურის უფროსი:

ა) ახდენს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენის, კორექტირების, შესრულების უზრუნველყოფას და ახორციელებს ამ პროცესზე მონიტორინგს;

ბ) ხელმძღვანელობს ფაკულტეტებიდან და სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული მასალების საფუძველზე უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებელი ხარჯების დამუშავების პროცესს;

გ) ახორციელებს საგეგმო-საფინანსო სფეროში არსებული ფისკალური და სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას და ანალიზს;

დ) იღებს დაქვემდებარებული თანამშრომლებიდან დამუშავებულ საბიუჯეტო მაჩვენებლის კვარტლურ ანალიზს;

ე) ამზადებს წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშს;

ვ) ახორციელებს გრანტების ხარჯთაღრიცხვის და ანგარიშგების მონიტორინგს;

ზ) ხელმძღვანელობს კვარტლური და წლიური სტატისტიკური ანგარიშგების მომზადებას და ახდენს მათ დროულად წარდგენას შესაბის სახელმწიფო დაწესებულებებში/ორგანიზაციებში;

თ) ახდენს უნივერსიტეტის ფულადი სახსრების დროული, შეუფერხებელი მოძრაობის, აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების უზრუნველყოფას და ახორციელებს მათზე მონიტორინგს;

ი) ახორციელებს სალაროს მოულოდნელ ინვენტარიზაციას და ახდენს ინვენტარიზაციის შედეგების შედარებას სააღრიცხვო მონაცემებთან;

კ) მუშაობს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში;

ლ) ხელმძღვანელობს სასაწყობო მეურნეობის სინთეზურ და ანალიზურ აღრიცხვას, ინვენტარიზაციას;

მ) ამზადებს და შემოსავლების სამსახურში წარადგენს წლიურ ანგარიშს;

ნ) ახორციელებს ყოველთვიური მემორიალური ორდერების და მთავარი წიგნის წარმოების კონტროლს;  ასევე  მემორიალური  ორდერების  საფუძველზე  წლიური  ანგარიშგების

ო) ახორციელებს სტუდენტების ფინანსური ბაზის კონტროლს, ასევე ახდენს წლიური ეკონომიკური შემოსავლებისა და ხარჯების გაანგარიშების დეკლარაციის შედგენას და წარდგენას;

პ) მონიტორინგს უწევს ხელფასებისა და სტიპენდიების დარიცხვა/გაცემის პროცესს;

ჟ)ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის;

რ) ახორციელებს თანამშრომელთა შეფასებას;

ს) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს კორესპოდენციას და კომპეტენციის ფარგლებში ეიღებს გადაწყვეტილებებს, ახდენს დოკუმენტაციის ვიზირებას;

ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ- ასამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა სდა დავალებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 10. წამყვანი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი

დეპარტამენტის/სამსახურის წამყვანი, უფროსი და მთავარი სპეციალისტის უფლება- მდოვალეობები და ფუნქციები განსაზღვრულია მათთან გაფორმებული შრომითი ახელშეკრულებებითა და სამუშაო აღწერილობებით.

მუხლი 11. დასკვნითი დებულებები

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კოანონმდებლობით დადგენილი წესით.

დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დებულება ძალაშია საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან.

დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების ან/და დეპარტამენტის ქლიკვიდაციის შემთხვევაში.