Georgian State
University of Sport

სამართლებრივი აქტები
მთავარი ჩვენს შესახებ სამართლებრივი აქტები სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის დებულება

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“, უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
  2. სამსახურის საქმიანობა დაფუძნებულია უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურებთან უწყვეტ კოორდინირებულ მუშაობაზე.
  3. უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორის და რექტორის მოადგილის წინაშე და ასრულებს მათ მითითებებსა და დავალებებს.

მუხლი 2. სამსახურის მიზანი და ფუნქციები

სამსახურის მიზანი

უზრუნველყოს უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის გამართულად, უწყვეტად და ცენტრალიზებულად განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ნორმატიული აქტების შესრულება, განახორციელოს უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისა და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადების პროცესისათვის ხელშეწყობა.

სამსახურის ფუნქციები:

  • აკადემიური დატვირთვების კოორდინაცია;
  • უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის სტუდენტების სასწავლო პროცესის ხელშეწყობა, მონიტორინგი და შეფასება;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოება;დიპლომისა და სერთიფიკატების მომზადება და გაცემა, დიპლომის დანართის გაცემა და მათი აღრიცხვა დადგენილი წესით;
  • სტუდენტთა მობილობის (შიდა და გარე) პროცესის ადმინისტრირება;
  • სასწავლო პროცესის ოპტიმალურად წარმართვისათვის სწავლების საფეხურების მიხედვით აკადემიური სასწავლო წლის კალენდრის, საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებში სასწავლო და საგამოცდო ცხრილების შედგენა შესაბამისი მეთოდური მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • სხვადასხვა ინსტანციებიდან შემოსულ წერილებზე პასუხების მომზადება;
  • აკადემიური პერსონალის, საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეულ პირთა და სხვა პერსონალის მიერ სასწავლო ცხრილით განსაზღვრული სააუდიტორიო მუშაობის მონიტორინგი და შედეგებზე რეაგირება;
  • უნივერსიტეტის სტუდენტის პრაქტიკაზე გაშვების, შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცედურების განსაზღვრა და მონიტორინგი;
  • რექტორისა და რექტორის მოადგილესთვის სამსახურის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენა;
  • კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად სხვა ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა

  1. სამსახური არის უნივერსიტეტის მართვის ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
  2. უნივერსიტეტის საშტატო განრიგით სამსახურისათვის განსაზღვრული თანამდებობებია: სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, მთავარი სპეციალისტი და უფროსი სპეციალისტი.
  3. სამსახურის უფროსს, მის მოადგილეს და სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი, რექტორის მოადგილის წარდგინებით.
  4. სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა, დროებით – 2 დღეზე მეტი ვადით არყოფნა), აგრეთვე სამსახურის უფროსის დავალების შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან მთავარი სპეციალისტი.
  5. სამსახურის მთავარი და უფროსი სპეციალისტის უფლება/მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებებითა და სამუშაო აღწერილობებით.

მუხლი 4. სამსახურის უფროსი

სამსახურის უფროსი:

  • ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
  • ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებს და დავალებებს;
  • მონიტორინგს უწევს სამსახურის თანამშრომლების მიერ ფუნქციების შესრულებას; დ) ახორციელებს დაქვემდებარებული თანამშრომლების შეფასებას;
  • ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას;
  • კოორდინაციას უწევს სამსახურის ურთიერთობას უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;
  • თანამშრომლობს სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებთან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის, დიპლომის დანართისა და ცნობების ნამდვილობის დადასტურებისა და აღიარების მიზნებისათვის;
  • უნივერსიტეტის რექტორს და რექტორის მოადგილეს წარუდგენს სამსახურის საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს;
  • უზრუნველყოფს სტრუქტურულ ერთეულში დაცული დოკუმენტაციის უსაფრთხოებასა და მასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციის კონფიდენციალობას;
  • ასრულებს რექტორის და რექტორის მოადგილის მითითებებს წინამდებარე დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.


მუხლი 5. სამსახურის უფროსის მოადგილე სამსახურის უფროსის მოადგილე

  1. ამზადებს პასუხებს შემოსულ კორესპონდენციაზე;
  2. უზრუნველყოფს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
  3. ახორციელებს სასწავლო და საგამოცდო ცხრილების შედგენის პროცესის კოორდინაციას;
  4. ახორციელებს სასწავლო პროცესის ორგანიზებულად და შეუფერხებლად მიმდინარეობის მონიტორინგს და აანალიზებს შედეგებს;
  5. ახორციელებს დაქვემდებარებული თანამშრომლების შეფასებას;
  6. კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დიპლომის დანართის ფორმის შემუშავებას;
  7. უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში, ამ რეესტრის წარმოების წესით გათვალისწინებული ინფორმაციის დროულად შეტანასა და განახლებას;
  8. ახდენს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სისტემის ადმინისტრირებას და ახორციელებს კონტროლს მასში ინფორმაციის დროულად შეტანასა და განახლებაზე; დაინტერესებულ პირებს უწევს კონსულტაციას უნივერსიტეტის ელექტრონულ პლატფორმებზე მუშაობაში ხელშეწყობის მიზნით;
  9. სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე, ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებსა და მითითებებს;
  10. სამსახურის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

მუხლი 6. სამსახურის სპეციალისტები

ასრულებენ სამსახურის უფროსის მიერ მათზე განაწილებულ ფუნქციებს, რომლებიც გაწერილია შრომით ხელშეკრულებებში და სამუშაო აღწერილობებში. სამსახურის სპეციალისტები ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.

მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 8. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.