უნივერსიტეტის აკადემიური სტრუქტურა ეფუძნება კათედრების საქმიანობას, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული დისციპლინების მაღალ დონეზე სწავლებასა და კვლევას.
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კათედრები წარმოადგენენ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციური საქმიანობის მნიშვნელოვან ცენტრებს, რომელთა მთავარი მიზანია სტუდენტების პროფესიული კომპეტენციების გაღრმავება, თანამედროვე ცოდნის შექმნა და მისი ეფექტიანად დანერგვა პრაქტიკაში.
ფაკულტეტის საქმიანობა მოიცავს სასწავლო პროცესის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულ ორგანიზებას, სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ჩართულობას, ახალი მეთოდური მასალების შემუშავებას, საერთაშორისო აკადემიური პარტნიორობის გაძლიერებას და თანამედროვე მიდგომების დანერგვას ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სფეროში.
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კათედრებზე სტუდენტები ეუფლებიან ანატომიას, ფიზიოლოგიას, ბიოლოგიას და სხვა უმნიშვნელოვანეს საგნებს, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური სპორტული რეაბილიტოლოგების ჩამოყალიბებას.
- კინეზოლოგიის კათედრა – აქცენტს აკეთებს ადამიანის მოძრაობის მეცნიერებაზე, მისი ფუნქციური შეფასებისა და კორექციის თანამედროვე მეთოდებზე. სტუდენტები ეუფლებიან მკურნალობისა და რეაბილიტაციის საშუალებებს, რომლებიც ეფუძნება სხეულის ბიომექანიკის, ნერვულ-კუნთოვანი სისტემის კონტროლისა და მობილურობის ანალიზს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრაქტიკული უნარების განვითარებასა და მულტიდისციპლინურ მიდგომას.
- ქართული და უცხო ენების კათედრა – უზრუნველყოფს როგორც პროფესიული ტერმინოლოგიის, ისე ზოგადი კომუნიკაციური უნარების განვითარებას ქართულ, ინგლისურ და სხვა უცხო ენებზე. სწავლება ორიენტირებულია ფიზიკური აღზრდის და სპორტის, სამედიცინო და რეაბილიტაციის სფეროში სასაუბრო ენის უნარების გაძლიერებაზე, რაც აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობისა და პროფესიული კომუნიკაციისთვის.
- ადამიანის ანატომიის, ფიზიოლოგიის, ბიოლოგიისა და ბიოქიმიის კათედრა – აწვდის ფუნდამენტურ ცოდნას ადამიანის ორგანიზმის სტრუქტურისა და ფუნქციების შესახებ. პროგრამა მოიცავს ანატომიის, ფიზიოლოგიის, ბიოქიმიისა და ბიოლოგიის საკვანძო ასპექტებს, რომლებიც აუცილებელია სპორტსმენების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და ეფექტიანი რეაბილიტაციის დაგეგმვისთვის.
- ბიომექანიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების კათედრა – ავითარებს თანამედროვე მიდგომებს მოძრაობის ანალიზსა და ფიზიკური რეაბილიტაციის პროცესების ტექნოლოგიურ მხარდაჭერაში. სტუდენტები ეუფლებიან ბიომექანიკურ მოდელირებას, მოძრაობის დინამიკის შეფასების ინსტრუმენტებსა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს ინდივიდუალურად მორგებული რეაბილიტაციის მაღალ ეფექტიანობას.